„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 169
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025945
169
31/01/2022
ვებგვერდი, 01/02/2022
000000000.00.003.025945
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება169 

2022 წლის   31  იანვარი  

ქ. თბილისი

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. 50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის პირველი იანვრიდან  2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 200 (ორასი) ლარის მიმღები.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                                ირაკლი ღარიბაშვილი