„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 ივლისის #31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016376
3
31/01/2022
ვებგვერდი, 02/02/2022
010250050.35.155.016376
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 ივლისის #31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2022 წლის 31 იანვარი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 ივლისის №31 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 10/07/2018, 010250050.35.155.016288) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა

საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა შეადგენს თვეში 700 (შვიდასი) ლარს.“

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს წევრი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლოს წინა სამუშაო დღისა საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისთვის, ასევე საკრებულოს სხვა დავალებების შესრულებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, რასაც შეიძლება ახლდეს საწვავის ან/და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი