დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.155.016375 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის№33 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11/12/2017, 010260020.35.155.016244) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „პ)“ ქვეპუნქტი. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება.“ 3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები 1. მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის კავშირს საკრებულოსა და მერიასთან; ბ) ინფორმაციის წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში საკრებულოსა და მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; გ) ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადებისას წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ და მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას; დ) წინადადებების შემუშავებას ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; ვ) ორგანიზაციულ-ტექნიკურად მერიის სამუშაო თათბირების ჩატარებას; ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას. მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებას და გამოქვეყნებას. თ) მერიის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოებას.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები