„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“
დოკუმენტის ნომერი 1028
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 26/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016675
1028
26/07/2021
ვებგვერდი, 03/02/2022
480610000.03.030.016675
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“

სესხის ნომერი 9273-GE

 

სასესხო შეთანხმება

 

COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება

 

საქართველოს

და

რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის

 

 

სასესხო შეთანხმება

 ამ შეთანხმების თარიღია საქართველოს („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის („ბანკი“) მიერ მისი ხელმოწერის თარიღი. შეთანხმების მიზანია დამატებითი დაფინანსების გამოყოფა ამ დოკუმენტის 1-ლი განრიგით აღწერილი პროექტისთვის. მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:

 

მუხლი I  ზოგადი პირობები; განსაზღვრებები

1.01. ზოგადი პირობები (განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართში) გამოიყენება ამ შეთანხმების მიმართ და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

1.02. თუ სხვაგვარად არ არის კონტექსტით განსაზღვრული, ამ შეთანხმების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ზოგადი პირობებით ან ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მნიშვნელობები.

 

მუხლი II  სესხი

2.01. ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს ოცდარვა მილიონ შვიდასი ათასი ევრო (EUR 28,700,000), რომლის კონვერტაციაც შეიძლება პერიოდულად განხორციელდეს ვალუტის კონვერტაციის („სესხი“) საშუალებით, ამ შეთანხმების 1-ლ განრიგში აღწერილი პროექტის („პროექტი“) დაფინანსებაში დახმარების მიზნით;

2.02. მსესხებელმა შეიძლება აითვისოს სესხის სახსრები ამ შეთანხმების მე-2 განრიგის III თავის შესაბამისად.

2.03. სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).

2.04. ვალდებულების გადასახდელი შეადგენს აუთვისებელი სესხის ნაშთის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%) წელიწადში, თუ ვალდებულების გადასახდელი დარიცხვის დაწყების თარიღიდან 2022 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდისთვის ნულ პროცენტს შეადგენს (0%).

2.05. საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს საბაზისო განაკვეთის და ცვლადი სპრედის ჯამს ან ისეთ განაკვეთს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონვერტაციის შემდეგ ზოგადი პირობების 3.02 (ე) პუნქტის შესაბამისად.

2.06. მსესხებელი ირჩევს სესხისთვის საპროცენტო განაკვეთის კონვერტაციის ფიქსირებულ ავტომატურ განაკვეთს. შესაბამისად, ზოგადი პირობების IV მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე, და თუ კონვერტაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად მსესხებელი სხვაგვარად არ აცნობებს ბანკს, თითოეულ საპროცენტო პერიოდში ათვისებული სესხის ძირითადი აგრეგატული თანხის მიმართ გამოყენებული საბაზისო საპროცენტო განაკვეთი კონვერტირებული უნდა იქნეს საწყისი ცვლადი განაკვეთიდან საბაზისო განაკვეთის საფუძველზე და ცვლადი სპრედიდან ცვლად განაკვეთზე ფიქსირებული საბაზისო განაკვეთის და ცვლადი სპრედის საფუძველზე ასეთი თანხის ვადიანობის მთლიანი პერიოდისთვის ზოგადი პირობების IV მუხლის და კონვერტაციის მითითებების შესაბამისად.

2.07. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 თებერვალი და 15 აგვისტო.

2.08. სესხის ძირითადი თანხა დაფარული უნდა იქნეს ამ შეთანხმების მე-3 განრიგის შესაბამისად. 

 

მუხლი III  პროექტი

3.01. მსესხებელი აცხადებს თავის ვალდებულებას პროექტის და MPA პროგრამის ამოცანების შესრულების მიმართ. ამ მიზნით, მსესხებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MoILHSA) საშუალებით უზრუნველყოფს პროექტის შესრულებას ამ შეთანხმების ზოგადი პირობების V მუხლის დებულებების და ამ შეთანხმების მე-2 განრიგის შესაბამისად.

 

მუხლი IV  ძალაში შესვლა; შეწყვეტა

4.01. შეთანხმების ძალაში შესვლის დამატებით პირობას წარმოადგენს ის, რომ მსესხებელმა ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით უნდა გაანახლოს პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელო მასში COVID-19-ის ვაქცინის მიწოდების და განაწილების სახელმძღვანელოს („ვაქცინის მიწოდების და განაწილების სახელმძღვანელო“) დამატებით.

4.02. ძალაში შესვლის ბოლო ვადა არის ოთხმოცდაათი (90) დღე ხელმოწერის თარიღიდან.

 

მუხლი V — მხარეთა წარმომადგენლები; მისამართები

5.01. მსესხებლის წარმომადგენელია მისი ფინანსთა მინისტრი. 

5.02. ზოგადი პირობების 10.01 პუნქტის მიზნებისთვის: (ა) მსესხებლის მისამართია:

ფინანსთა სამინისტრო

საქართველო

თბილისი 0114

გორგასლის ქუჩა 16

 

(ბ) მსესხებლის ელექტრონული მისამართია

ელ-ფოსტა: publicdebt@mof.ge

 

5.03. ზოგადი პირობების 10.01 პუნქტის მიზნებისთვის: (ა) ბანკის მისამართია:

რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)

1818 H Street, N.W

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 20433

ამერიკის შეერთებული შტატები

 

(ბ) ბანკის ელექტრონული მისამართია:

ტელექსი:             ფაქსი:              ელ-ფოსტა:

248423(MCI) ან                 1-202-477-6391                    smolineus@worldbank.org

 64145(MCI)

შეთანხმება მიღწეულია შეთანხმების ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით.

 

 

საქართველო

 უფლებამოსილი წარმომადგენელი

სახელი, გვარილაშა ხუციშვილი

თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 თარიღი9 ივნისი, 2021

 

რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)

  უფლებამოსილი წარმომადგენელი

  სახელი, გვარისებასტიან ა. მოლინეუსი

თანამდებობასამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი

  თარიღი: 9 ივნისი, 2021

 

განრიგი 1

პროექტის აღწერა

პროექტის მიზანია COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პრევენცია, გამოვლენა და მასზე რეაგირება და საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული სისტემის მზადყოფნის გაძლიერება.

პროექტი წარმოადგენს MPA პროგრამის ნაწილს და შედგება საწყისი პროექტისგან და 1-ლი ნაწილის შემდეგი ახალი კომპონენტებისგან:

 

1-ლი ნაწილი: COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება

(გ) საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერა პროექტით განსაზღვრული COVID-19-ის ვაქცინების შეძენასა და გამოყენებაში;

(დ) საქართველოს ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება ვაქცინის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოსაყენებლად, მათ შორის: (i) ვაქცინის განაწილების პრიორიტეტულობის განსაზღვრასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის შემუშავება; (ii) ვაქცინაციის მარეგულირებელი სტანდარტების განსაზღვრა; (iii) ცივი ჯაჭვის, მიწოდების, შენახვის, ლოგისტიკის და ტრენინგის სტანდარტების და პროტოკოლების შემუშავება; და (iv) ანგარიშვალდებულების, საჩივრების, მოქალაქეთა და თემის ჩართულობის მექანიზმების შემუშავება და განვითარება; და

(ე) ვაქცინასთან დაკავშირებული საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების, იმუნიზაციის სისტემების და მომსახურების გაწევის შესაძლებლობების, მათ შორის ცივი ჯაჭვის ელემენტების, ტრანსპორტის და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, ვაქცინის მართვის შესაძლებლობების შეფასების და მიწოდებაზე მომუშავე პირების ტრენინგის მხარდაჭერა. 

 

განრიგი 2

პროექტის განხორციელება

თავი I. განხორციელების მექანიზმები

A. ინსტიტუციური მექანიზმები

1. მსესხებელი მთლიანი პროექტის განხორციელების პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MoILHSA), რომელიც ინფორმაციას და მხარდაჭერას იღებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან (“NCDC“) და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან.

2. მსესხებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MoILHSA) მეშვეობით: (ა) ქმნის პროექტის განმახორციელებელ ერთეულს, რომელიც ფუნქციონირებს პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში, თავისი შემადგენლობით, რესურსებით და ბანკისთვის მისაღები ტექნიკური დავალებით; და (ბ) პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს აკისრებს პროექტის ყოველდღიური განხორციელების ზედამხედველობის პასუხისმგებლობას.

 

B. სახელმძღვანელოები

1. მსესხებელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MoILHSA) მეშვეობით ახორციელებს პროექტს ამ შეთანხმების, პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს და ვაქცინის მიწოდების და განაწილების სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელი არ ახდენს პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს ან ვაქცინის მიწოდების და განაწილების სახელმძღვანელოს დებულებების შესრულების გადაცემას, შეცვლას, გაუქმებას ან გადავადებას ბაკის წინასწარი თანხმობის გარეშე.

3. პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს ან ვაქცინის მიწოდების და განაწილების სახელმძღვანელოსა და ამ შეთანხმების დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში უპირატესობა ამ შეთანხმების დებულებებს ენიჭება.

 

C. გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტები

1. მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (“ESCP“)“) შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით.

2. 1-ლი პუნქტის დებულებების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (“ESCP“)“) შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. ამ მიმართულებით მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ:

(ა) გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (“ESCP“) მითითებული ღონისძიებები და ზომები შესრულდეს სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით და გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (“ESCP“) მოცემული მითითებების შესაბამისად;

(ბ) ხელმისაწვდომი იყოს საკმარისი სახსრები გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (“ESCP“) ხარჯების დასაფარად;

(გ) პოლიტიკა, პროცედურები და კვალიფიციური პერსონალი იძლეოდეს გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (“ESCP“) განხორციელების შესაძლებლობას აღნიშნული გეგმით განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; და

(დ) გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა (“ESCP“) ან მისი ნებისმიერი დებულება არ შეიცვალოს, გადამუშავდეს ან გაუქმდეს ბანკის მიერ წერილობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, რის შემდეგაც მსესხებელი გამოაქვეყნებს გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გადამუშავებულ გეგმას (“ESCP“).

3. ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (“ESCP“) დებულებებს და ამ შეთანხმებას შორის უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება.

4. მსესხებელი უზრუნველყოფს:

(ა) თავის მხრივ ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებას იმისათვის, რომ შეაგროვოს, შეადგინოს და ბანკს პროექტის რეგულარული ანგარიშების საშუალებით, გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით (“ESCP“) განსაზღვრული სიხშირით და დროულად, ცალკე ანგარიშის ან ანგარიშების სახით (ბანკის მხრიდან ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარუდგინოს ინფორმაცია გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმასთან (“ESCP“) და მასში მითითებულ მართვის ინსტრუმენტებთან და მექანიზმებთან შესაბამისობის სტატუსის შესახებ; ყველა ასეთი ანგარიში მომზადებულ უნდა იქნეს ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით და სხვა საკითხებთან ერთად მათში განსაზღვრული უნდა იყოს: (i) გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (“ESCP“) შესრულების სტატუსი; (ii) პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლის ან ქმნის ხელის შეშლის საფრთხეს გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (“ESCP“) შესრულებასთან დაკავშირებით; და (iii) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს ასეთ პირობებზე რეაგირებისთვის; და

(ბ) ბანკისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას ნებისმიერი ინციდენტის ან უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც უკავშირდება ან გავლენას იქონიებს პროექტზე და რომელსაც აქვს ან სავარაუდოდ ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ზემოქმედების ქვეშ მყოფ თემზე, საზოგადოებაზე ან მშრომელებზე, მათ შორის, გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (“ESCP“) შესაბამისად მასში მითითებულ ინსტრუმენტებზე და გარემოს დაცვის და სოციალურ სტანდარტებზე.

5. მსესხებელი ქმნის, აქვეყნებს, აწარმოებს საჩივრებზე რეაგირების მექანიზმს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისგან წუხილების და საჩივრების მისაღებად და გადაწყვეტის ხელშესაწყობად, და ყველა აუცილებელი ღონისძიების გასატარებლად ბანკისთვის მისაღები ფორმით.

 

D. COVID-19 ვაქცინის დამტკიცების სტანდარტები

1. პროექტის ფარგლებში ყველა COVID-19 ვაქცინა უნდა აკმაყოფილებდეს ვაქცინის დამტკიცების კრიტერიუმებს.

 

თავი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება

1. მსესხებელმა ბანკს თითოეული პროექტის ანგარიში (კალენდარული კვარტალის მომცველი) უნდა წარუდგინოს ყოველი კალენდარული კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთი (45) დღის ვადაში.

2. თუ სხვაგვარად არ არის მკაფიოდ მოთხოვნილი ან დაშვებული ამ შეთანხმებით ან მკაფიოდ მოთხოვნილი ბანკის მიერ, ამ შეთანხმების 1-ლი განრიგით აღწერილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის, ანგარიშის ან დოკუმენტის გაზიარებისას მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ ასეთი ინფორმაცია, ანგარიში ან დოკუმენტი არ შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

 

თავი III. საკრედიტო სახსრების ათვისება

A. ზოგადი მოთხოვნები

ზოგადი პირობების II მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე და სესხის ტრანშების გაცემის და ფინანსური ინფორმაციის წერილის შესაბამისად, მსესხებელმა შეიძლება აითვისოს საკრედიტო სახსრები: (ა) სათანადო ხარჯების დასაფინანსებლად; და (ბ) შემდეგი გადახდების განსახორციელებლად, ესენია: (i) სესხის გაცემის საკომისიო; და (ii) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადასახდელი, განაწილებული თანხით, და საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ცხრილში თითოეული კატეგორიის მიმართ მითითებულ განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებლამდე:

 

კატეგორია

გამოყოფილი სესხის თანხა

(ევრო)

დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი

(გადასახადების ჩათვლით)

(1) საქონელი, სამუშაოები, არა-საკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო სერვისები, ოპერაციული ხარჯები და ტრენინგი პროექტისთვის

28,628,250

100%

(2) ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო

71,750

ამ შეთანხმების 2.03 პუნქტის შესაბამისად გადასახდელი თანხა ზოგადი პირობების 2.07 (ბ) პუნქტის თანახმად

(3) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადასახდელი

0

ზოგადი პირობების 4.05 (გ) პუნქტის შესაბამისად გადასახდელი თანხა

მთლიანი თანხა

28,700,000

 

 

B. ათვისების პირობები; ათვისების პერიოდი

1. A ნაწილის დებულებების მიუხედავად, საკრედიტო სახსრების გამოყენება დაუშვებელია:

(ა) ხელმოწერის თარიღამდე განხორციელებული გადახდებისთვის, გარდა სესხის სახსრების ათვისებისა არაუმეტეს 11,450,000 ევროს საერთო მოცულობით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს გადახდებისთვის ხელმოწერის თარიღამდე, მაგრამ 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ან მის შემდეგ, შესაფერისი ხარჯებისთვის 1-ლი კატეგორიის ფარგლებში;

2. პროექტის დასრულების თარიღია 2023 წლის 30 აპრილი.

 

განრიგი 3

ვალდებულებასთან დაკავშირებული ამორტიზაციის გრაფიკი

ქვევით წარმოდგენილი ცხრილი განსაზღვრავს სესხის დაფარვის ძირითად თარიღებს და სესხის ძირითადი თანხის პროცენტულ წილს, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს დაფარვის თითოეული ძირითადი თარიღისთვის (“შენატანის წილი“).

 

თანაბარი ძირითადი გადახდები

ძირითადი თანხის გადახდის თარიღი

შენატანის წილი

ყოველი წლის 15 თებერვალი და 15 აგვისტო

დაწყებული 2026 წლის 15 აგვისტოდან

დასრულებული 2038 წლის 15 აგვისტომდე

 

 

3.85%

2039 წლის 15 თებერვალი

3.75%

 

დანართი

განსაზღვრებები

1. „ანტიკორუფციული მითითებები“ ზოგადი პირობების მე-6 პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს, „რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებით და განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) კრედიტებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობასთან და კორუფციასთან ბრძოლის და მათი პრევენციის მითითებებს“, რომლებიც გამოქვეყნდა 2006 წლის 15 ოქტომბერს და შესწორებულ იქნა 2011 წლის იანვარში და 2016 წლის 1-ლ ივლისს.

2. „კატეგორია“ ნიშნავს III.A თავის ცხრილში წარმოდგენილ კატეგორიას. იხ. ამ შეთანხმების მე-2 განრიგი.

3. „COVAX პლატფორმა“ ნიშნავს COVID-19-ის ვაქცინასთან გლობალური წვდომის მექანიზმს, რომლის საშუალებითაც თავმოყრილია მოთხოვნა და რესურსები ყველა ქვეყნისთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობის და მასზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად, და რომლის კოორდინაციასაც ახორციელებენ Gavi, ვაქცინის ალიანსი, ეპიდემიოლოგიური მზადყოფნის ინოვაციების კოალიცია (CEPI), და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

4. „COVID-19“ ნიშნავს კორონავირუსულ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია 2019 წელს გამოვლენილი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2).

5. „გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა“ (ან აკრონიმი ESCP) ნიშნავს პროექტის გეგმას გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლის თარიღია 2021 წლის 21 მაისი და რომელიც პერიოდულად შეიძლება შეიცვალოს მისი დებულებების შესაბამისად და განსაზღვრავს მსესხებლის მიერ განსახორციელებელ მატერიალურ ღონისძიებებს და ქმედებებს პროექტით გამოწვეულ პოტენციურ ეკოლოგიურ და სოციალურ რისკებზე და ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის ქმედებების და ღონისძიებების ვადების, ინსტიტუციური, პერსონალის, ტრენინგის, მონიტორინგის და ანგარიშგების მექანიზმების და მის ფარგლებში მომზადებული ნებისმიერი გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტის ჩათვლით.

6. „გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტები“ ან „ESS“ ნიშნავს ერთობლივად: (i) „გარემოს დაცვის და სოციალურ 1-ლ სტანდარტს: გარემოს დაცვის და სოციალური რისკების და მათი ზემოქმედების შეფასება და მართვა“; (ii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-2 სტანდარტს: შრომის და სამუშაო პირობები “; (iii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-3 სტანდარტს: რესურსების ეფექტიანობა და დაბინძურების პრევენცია და მართვა “; (iv) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-4 სტანდარტს: საზოგადოების ჯანდაცვა და უსაფრთხოება“; (v) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-5 სტანდარტს: მიწის შესყიდვა, მიწათსარგებლობის შეზღუდვა და იძულებითი განსახლება “; (vi) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-6 სტანდარტს: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ცოცხალი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა “; (vii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-7 სტანდარტს: აბორიგენი მოსახლეობა/საჰარის სამხრეთით ისტორიულად არაუზრუნველყოფილი ტრადიციული ადგილობრივი თემები“; (viii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-8 სტანდარტს: კულტურული მემკვიდრეობა“; (ix) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-9 სტანდარტს: ფინანსური შუამავლები“; (x) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-10 სტანდარტს: დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ინფორმაციის გამჟღავნება“; რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 1-ლ ოქტომბერს, და გამოქვეყნებულია ბანკის ვებგვერდზე.

7. „ზოგადი პირობები“ ნიშნავს რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ძირითად პირობებს ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისთვის, საინვესტიციო პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც თარიღდება 2018 წლის 14 დეკემბრით (შესწორებულ იქნა 2020 წლის 1-ლ აგვისტოს, 2020 წლის 21 დეკემბერს და 2021 წლის 1-ლ აპრილს).

8. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“ ნიშნავს საქართველოს მთავრობის №2459 განკარგულებით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ან მის უფლებამონაცვლეს, საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის მიზნით, 2020 წლის 15 დეკემბრის თარიღით.

9. „საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ ნიშნავს 2011 წლის 28 დეკემბრით დათარიღებულ საქართველოს კანონს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.

10. „MoILHSA“ ნიშნავს მსესხებლის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის უფლებამონაცვლეს.

11. „MPA პროგრამა“ ნიშნავს მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის პროგრამას, რომელიც შემუშავებულია COVID-19-ით გამოწვეული საფრთხის პრევენციის, გამოვლენის და მასზე რეაგირების მიზნით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გასაძლიერებლად.

12. „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი“ ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს ან მის უფლებამონაცვლეს, რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ და 2014 წლის 6 თებერვლის №122 საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

13. „ოპერაციული ხარჯები“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ პროექტის ფარგლებში გაწეულ გონივრულ მზარდ ხარჯებს, საოფისე აღჭურვილობის და მარაგების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების, სატრანსპორტო საშუალებების ოპერირების და ტექნიკური მომსახურების, გადაზიდვის, ოფისის ქირავნობის, კომუნიკაციის და დაზღვევის, ოფისის ადმინისტრირების, საბანკო ტარიფების, კომუნალური მომსახურების, ტრანსპორტის, მგზავრობის, დღიური და საზედამხედველო ხარჯების და ხელფასების, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობისთვის მიყენებული საფრთხის ანაზღაურების ხარჯის ჩათვლით.

14. „საწყისი სასესხო შეთანხმება“ ნიშნავს სასესხო შეთანხმებას COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განსახორციელებლად მსესხებელსა და ბანკს შორის (სესხი No. 9113-GE), რომელიც დათარიღებულია 2020 წლის 1-ლი მაისით და შეცვლილია ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით.

15. „საწყისი პროექტი“ ნიშნავს საწყისი სასესხო შეთანხმების 1-ლი განრიგით აღწერილ პროექტს.

16. „პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას იდენტიფიცირებულ ან არაიდენტიფიცირებულ პირთან დაკავშირებით. იდენტიფიცირებადი პირი არის პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია გონივრული საშუალებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მონაცემებში არსებულ მახასიათებლებზე ან მახასიათებლების ჯგუფზე მითითებით, ან მონაცემების კომბინირებით სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციასთან. მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისთვის მოიცავს სრულ სახელს, საიდენტიფიკაციო ნომერს, ადგილმდებარეობის მონაცემებს, ონლაინიდენტიფიკატორს, მეტამონაცემებს და ფიზიკური პირის ფიზიკური, ფიზიოლოგიური, გენეტიკური, მენტალური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური იდენტობისთვის დამახასიათებელ ფაქტორებს, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

17. „შესყიდვის რეგულაციები“ ზოგადი პირობების დანართის 87-ე პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს „მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციებს IPF მსესხებლებისთვის“, რომელიც მიღებულ იქნა 2020 წლის ნოემბერში.

18. „პროექტით გათვალისწინებული COVID-19 ვაქცინა“ ნიშნავს ვაქცინას COVID-19-ის პრევენციისთვის, რომელიც ავტორიზებულია მსესხებლის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მსესხებლის ტერიტორიის ფარგლებში დისტრიბუციის, მარკეტინგის და ადმინისტრირების მიზნით და შეძენილია ან მიწოდებულია პროექტის შესაბამისად; „პროექტით გათვალისწინებული COVID-19 ვაქცინები“ ნიშნავს ვაქცინას მრავლობით რიცხვში.

19. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია“ ან „PIU“ ნიშნავს MoILHSA-ს დაქვემდებარებაში შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც მოხსენებულია ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.A (2) თავში და საწყისი შეთანხმების მე-2 განრიგის I.A (1) თავში. 

20. „პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელო“ ან „POM“ ნიშნავს მსოფლიო ბანკისთვის მისაღებ სახელმძღვანელოს, რომელიც მითითებულია საწყისი შეთანხმების მე-2 განრიგის I.B.1 თავში და ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.B.1 თავში და შეიცავს პროექტის განხორციელების დეტალურ ინსტრუქციებსა და პროცედურებს, მათ შორის: ადმინისტრაციისა და კოორდინაციის, მონიტორინგისა და შეფასების, ფინანსური მართვის, შესყიდვებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურებს, ეკოლოგიური და სოციალური დაცვის ასპექტებს, კორუფციისა და თაღლითობის რისკების შემცირების ზომებს, საჩივრების განხილვის მექანიზმს, დებულებებს პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ („პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად), პროექტის განხორციელების პროცესში შესასრულებელ როლებსა და პასუხისმგებლობებს, მათ შორის პროექტის განხორციელებაში მონაწილე ნებისმიერი ქვედანაყოფების კონკრეტულ როლებსა და პასუხისმგებლობებს და ნებისმიერ სხვა წესებსა და პროცედურებს, რომლებიც საჭიროა პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით.

21. „ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს ორი თარიღიდან უგვიანესს, როცა მსესხებელი და ბანკი ხელს აწერენ შეთანხმებას და ასეთი განსაზღვრება გამოიყენება ძირითად პირობებში სასესხო შეთანხმების თარიღის ყოველი აღნიშვნის მიმართ.

22. „მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნების მქონე ორგანო“ ნიშნავს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს (“NRA“), რომელიც ჯანმოს მიერ კლასიფიცირებულია მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნების მქონე ორგანოდ. 

23. „ტრენინგი“ ნიშნავს პროექტის ფარგლებში ტრენინგთან დაკავშირებით გაწეულ გონივრულ ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება სასწავლო საათებს, ტრენინგის თემებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც არ არის შეტანილი მომსახურების პროვაიდერის კონტრაქტებში, ტრენერების და ტრენინგის დამსწრეთა, ტრენერთა ჰონორარის ხარჯების და ტრენინგის მასალების, ტრენინგის სივრცის და აღჭურვილობის ქირავნობის, მგზავრობის, საცხოვრებლის უზრუნველყოფის და დღიური ხარჯების და ტრენინგთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების ჩათვლით.

24. „ვაქცინის დამტკიცების კრიტერიუმები“ ნიშნავს, რომ პროექტით გათვალისწინებულ COVID-19 ვაქცინას: (ა) მიღებული აქვს რეგულარული ან საგანგებო გამოყენების ლიცენზია ან ავტორიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ COVAX პლატფორმის ფარგლებში შეძენილი და/ ან მოწოდებული ვაქცინებისთვის განსაზღვრული მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნების მქონე ერთი ორგანოსგან მაინც, რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს ჯანმოს მიერ; (ბ) მიღებული აქვს ჯანმოს წინასწარი საკვალიფიკაციო შეფასება ან ნებართვა საგანგებო გამოყენების ჩამონათვალში შესატანად; ან (გ) აკმაყოფილებს ისეთ სხვა კრიტერიუმებს, რომლებიც შეიძლება შეთანხმდეს წერილობით მსესხებელსა და ბანკს შორის. 

25. „ვაქცინის მიწოდების და განაწილების სახელმძღვანელო“ ნიშნავს მსესხებლის სახელმძღვანელოს, რომელიც შეადგენს ამ შეთანხმების 4.01 მუხლში აღნიშნული პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს ნაწილს და რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით და შეიცავს შემდეგს: 

(ა) წესები და პროცედურები ვაქცინის ქვეყნის შიგნით განაწილების პრიორიტეტულობის განსასაზღვრად ჯანმოს მიერ დადგენილი სამართლიანი განაწილების ჩარჩო პრინციპების შესაბამისად, სამოქმედო გეგმის ჩათვლით, რომელიც ადგენს ვადებს და ნაბიჯებს აღნიშნული წესების განსახორციელებლად; და

(ბ) წესები და პროცედურები, რომლებიც ადგენს მინიმალურ სტანდარტებს ვაქცინის მართვისა და მონიტორინგისთვის, სამედიცინო და ტექნიკური კრიტერიუმების, საკომუნიკაციო და სარეკლამო კამპანიის გეგმის, ცივი ჯაჭვის ინფრასტრუქტურის და სხვა დაკავშირებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ჩათვლით; და 

(გ) წესები და პროცედურები პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად და შესაგროვებლად პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ეროვნული კანონის შესაბამისად და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად; და 

(დ) ვაქცინის განაწილების გეგმა იმუნიზაციის ვადების და ეტაპების განმსაზღვრელი სამოქმედო გეგმის ჩათვლით.

26. „WHO“ ნიშნავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას.

27. „ჯანმოს ჩამონათვალი საგანგებო სიტუაციაში გამოყენების მიზნით“ ნიშნავს რისკზე დამყარებულ პროცედურას ჯანმოს მიერ არალიცენზირებული ვაქცინების, სამკურნალო საშუალებების და ინ ვიტრო დიაგნოსტიკის შეფასებისა და ლისტინგში შეტანისთვის, აღნიშნული პროდუქტების ხელმისაწვდომობის დაჩქარების მიზნით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დეკლარირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. 

28. „ჯანმოს სამართლიანი განაწილების ჩარჩო“ ნიშნავს წესებს, რომლებიც არეგულირებს ვაქცინის განაწილებას ჯანმოს მიერ შემუშავებული COVAX პლატფორმის მონაწილეებისთვის, რომლებიც ექვემდებარება პერიოდულ განხილვას COVAX პლატფორმის მიერ. 

29. „ჯანმოს წინასწარი კვალიფიკაცია“ ნიშნავს ჯანმოს მიერ უზრუნველყოფილ სერვისს სამედიცინო პროდუქტების ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის შესაფასებლად პრიორიტეტული დაავადებებისთვის და რომლებიც გამიზნულია გაეროსთვის და საერთაშორისო შესყიდვებისთვის განვითარებად ქვეყნებში.