დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/2022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 01/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016619 |
|
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის (დანართი 1):
1. მე-4 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ცესკოს სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებაზე – ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი. 3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სტრუქტურული ერთეულებისაგან განახლებული ინფორმაციის მიღებას და ვებგვერდზე მის განთავსებას.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროაქტიულ ინფორმაციას ვებგვერდზე განსათავსებლად სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს პასუხისმგებელი პირები აწვდიან PDF ფორმატში. 6. ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ პერიოდულად ქვეყნდება ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარებისა და „ონლაინჩათის“ მომსახურების შესახებ სტატისტიკურ მონაცემები.“. 2. მე-5 მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები