საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5/2022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016610
5/2022
01/02/2022
ვებგვერდი, 02/02/2022
010190020.15.008.016610
საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №5/2022

2022 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების:

1. საზღვრები ემთხვევა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები.

2. საზღვრების, საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების დაზუსტება განხორციელდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში და წესით.

მუხლი 2
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან. 
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი