დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №9/14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/8 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410010020.35.111.016505 |
|
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №9/14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №9/14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 410010020.35.111.016384) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს მე-21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯი შეადგენს: ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე (1 სულზე) – 25 ლარს; ბ) დღიური მოვლა-პატრონობა: ბ.ა) მსხილფეხა პირუტყვის (1 სულზე) – 15 ლარს. ბ.ბ) წვრილფეხა პირუტყვის (1 სულზე) – 10 ლარს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები