2022 წლის 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3/2022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016608
3/2022
01/02/2022
ვებგვერდი, 02/02/2022
010210010.15.008.016608
2022 წლის 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2022

2022 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

2022 წლის 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს 2022 წლის 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

დანართი
ხარჯთაღრიცხვა

პროგრამული კოდი ხარჯის დასახელება  თანხა
(ლარი) 
06 04 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია      2,528,000.00
ხარჯები           2,438,000.00
შრომის ანაზღაურება           1,333,480.00
საქონელი და მომსახურება              951,600.00
სხვა ხარჯები              152,920.00
არაფინანსური                90,000.00
06 04 01 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები      2,420,000.00
ხარჯები           2,330,000.00
შრომის ანაზღაურება           1,287,800.00
საქონელი და მომსახურება              889,280.00
სხვა ხარჯები              152,920.00
არაფინანსური                90,000.00
06 04 02 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება         108,000.00
ხარჯები              108,000.00
შრომის ანაზღაურება                45,680.00
საქონელი და მომსახურება                62,320.00