„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 806
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017297
806
07/02/2022
ვებგვერდი, 07/02/2022
040150000.22.027.017297
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №806

2022 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016983) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად.“.

2. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებასა და ცვლილებას სააგენტო ახორციელებს დაინტერესებული პირის განცხადების, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე და ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.“.

3. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას  საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, დაინტერესებული პირის თანხმობით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს განიხილავს სააგენტო, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.“.

4. 34-ე და 35-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

5. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

თავი IV1. მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება

მუხლი 371. მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის, უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენისა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ზოგადი წესი

1. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო, სისტემური რეგისტრაციისთვის  განსაზღვრული ვადით.

3. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საველე სამუშაოების დაწყებამდე, სააგენტო/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია შესაბამის სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით უზრუნველყოს შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია:

ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაზუსტებული და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია;

ბ) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთების გრაფიკული მონაცემები;

გ) მიღება-ჩაბარების აქტები;

დ) საკომლო წიგნების ჩანაწერები;

ე) საგადასახადო სიები;

ვ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები;

ზ) მიწის განაწილების სიები;

თ) საკუთრებისა და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

4. სააგენტო და განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია სათანადოდ შეისწავლოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, გადაამოწმოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია და საკადასტრო/გრაფიკული მონაცემები, სააგენტოში დაცული და საველე სამუშაოების შედეგად მოძიებული, სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მდებარეობა სარეგისტრაციო ბლოკის სხვა მიწის ნაკვეთებთან და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან მიმართებით.

5. ამ მუხლით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადგენის წესი არ გამოიყენება, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

6. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის  იდენტურობა დგინდება, თუ:

ა) მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრის/მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია შესაბამისობაშია სააგენტოში დაცულ მონაცემებთან;

ბ) აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა დგინდება მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციით;

გ)   აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთი შესაბამისობაშია მებაღეობის ამხანაგობის განაწილების გეგმასთან ან ადგილმდებარეობა დგინდება მებაღეობის ამხანაგობის სააგარაკო სახლის პროექტით;

დ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცულია აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის სქემატური ნახაზი, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ან სქემატური ნახაზით შესაძლებელია მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენა;

ე) აგეგმილი/აზომილი ნაკვეთის ადგილმდებარეობა დგინდება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმით;

ვ) სააგენტოში დაცული სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის, „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KFW) თანადაფინანსებით) პროექტისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სისტემური აღწერების შედეგად მიღებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკული მონაცემთა ბაზის შესწავლის, ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, შესაძლებელია დადგინდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.  

7. სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია როგორც ცალკეული მიწის ნაკვეთების, ისე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების ან მათი ნაწილის ფაქტობრივი მდებარეობის ერთობლივად დადგენა.

8. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით შეუძლებელია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა ან თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, სააგენტო ვალდებულია ჩაატაროს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

9. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით უტყუარად დგინდება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ არის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური ან თუ იმ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მიწის ნაკვეთი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება, სააგენტო უფლებამოსილია არ ჩაატაროს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. ამ შემთხვევაში სააგენტო შესაბამის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით.

10. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციის წესით წარდგენილი განცხადებების ფარგლებში დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილ სააღრიცხვო ბარათში ისეთი ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენისას, როდესაც შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება, უფლების რეგისტრაციის საფუძველია სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილება სააღრიცხვო ბარათის პირისადმი კუთვნილების შესახებ, გარდა ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის სააღრიცხვო ბარათის პირისადმი კუთვნილება დგინდება სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების დროს.

11. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით ჩერდება ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, მე-40 მუხლის მე-9 პუნქტისა და 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება.

12. ინსტრუქციის ამ თავით სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესები გამოიყენება ასევე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პროექტის განმახორციელებლის მიერ.

მუხლი 372. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების ზოგადი წესი

1. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას სააგენტოს მიერ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები შესაძლებელია შესრულდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის საჭიროების შემთხვევაში.

2. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების საფუძველია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ან/და შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის მითითების ან სააგენტოში დაცული/სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილია მხოლოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებული ფიზიკური პირი.

4. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც არ გამორიცხავს დაინტერესებული პირის უფლებას, თავად მოითხოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

5. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყებას უზრუნველყოფს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი. სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირების, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორეზე პასუხისმგებელია განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი.

6. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მონაწილეობით.

7. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში, სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით,  საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი  სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკაცია მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

მუხლი 373. სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე   დათვალიერების ვადა და წესი

1. თუ ამ ინსტრუქციის 371 მუხლით განსაზღვრული წესით დადგინდა, რომ საჭიროა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება, სააგენტო ვალდებულია, ამავე ინსტრუქციის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება უნდა ჩატარდეს ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისი თარიღი და დრო განისაზღვრება დაინტერესებულ პირთან შეთანხმებით. 

2. დაინტერესებულ პირს ადგილზე დათვალიერების თარიღი და დრო უნდა ეცნობოს დათვალიერების ჩატარებამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. დაინტერესებულ პირს ასევე  უნდა ეცნობოს, რომ მან უნდა უზრუნველყოს ადგილზე დათვალიერებაში იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების  მონაწილეობა.

3. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო ბლოკის საზღვრების ამსახველი სიტუაციური ნახაზი, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მომიჯნავე და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების მითითებით და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი/სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაცია ასევე დაუყოვნებლივ, ელექტრონულად ეგზავნება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამის მუნიციპალიტეტს.

4. თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაცულია სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა), უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ  გადაწყვეტილების საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებასთან ერთად, სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს ეგზავნებათ შეტყობინება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის თაობაზე.

5. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ ინფორმაციის  გამოქვეყნებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ ჩაერთონ ადმინისტრაციულ წარმოებაში, დაესწრონ ადგილზე დათვალიერებას, წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და გარემოებებთან დაკავშირებით.

6. ადგილზე დათვალიერების დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის შედეგებს საჯარო გაცნობისთვის აქვეყნებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge). ყველას აქვს უფლება წარადგინოს დასაბუთებული წერილობითი მოსაზრება საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. თუ ამ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, უფლება რეგისტრირდება საჯაროდ გაცნობისთვის წარდგენილი საკადასტრო აღწერის შედეგების და არსებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე.

7. სააგენტო ვალდებულია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში  სპორადული რეგისტრაციის წესით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიიღოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული საკადასტრო აღწერის შედეგებისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის საჯაროდ გაცნობის ვადის დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში.

8. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებისას საველე სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ადგილზე დათვალიერების ოქმი გამოიყენება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის/იდენტურობის, უფლებრივი მდგომარეობის, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების დასადგენად.

9. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი უნდა შეიცავდეს:

ა) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე უფლებამოსილი პირ(ებ)ის თანამდებობას, სახელსა და გვარს;

ბ) უძრავი ნივთის მფლობელის (მოსარგებლის) სახელს, გვარსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

გ) უძრავი ნივთის მისამართსა და მის მონიშვნას სიტუაციურ ნახაზზე;

დ) ინფორმაციას მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მფლობელების  (მოსარგებლეების) შესახებ;

ე) ადგილზე დათვალიერების თარიღსა და დროს;

ვ) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების/ექსპერტების/სპეციალისტების სახელებს, გვარებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის აღწერას;

თ) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების/ექსპერტების/სპეციალისტების მოსაზრებებს/შენიშვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

10. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერების ოქმით უნდა დგინდებოდეს, რომ დაინტერესებული პირი მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და ოქმის შედგენის თარიღისთვისაც ფლობს.  

11. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, ადგილზე დათვალიერებას შესაძლებელია დამატებით დაესწრონ ექსპერტები, სპეციალისტები და სხვ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირ(ებ)ის მიერ, ადგილზე დათვალიერების პროცესში მიწოდებული ინფორმაცია აისახება ადგილზე დათვალიერების  ოქმში, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია დაერთვება ოქმს.

12. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით), ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ოქმის შედგენის თარიღებისთვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს ადგილზე დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.

13. თუ აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები მოიცავს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების ან/და „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს, სააგენტო ვალდებულია, ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ადგილზე დათვალიერების ოქმში ასახოს შესაბამისი ინფორმაცია.

14. ადგილზე დათვალიერების ოქმს ადგენს/ადგენენ უფლებამოსილი პირი/პირები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა/პირებმა ადგილზე დათვალიერების ოქმის ხელმოწერამდე, ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირებს უნდა გააცნოს ოქმის შინაარსი. ოქმს, სააგენტოს უფლებამოსილი პირის/პირების თანდასწრებით, ხელს აწერენ დაინტერესებული პირი, უფლებამოსილი პირი/პირები და ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირები.

15. საველე სამუშაოების შემსრულებელი პირი უფლებამოსილია არ დაიწყოს/შეწყვიტოს ადგილზე დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე დათვალიერება შეუძლებელია ადგილზე დამსწრე პირების წინააღმდეგობის, სხვა ქმედების ან სხვა ობიექტური გარემოების გამო. ადგილზე დათვალიერების ჩატარების/გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ საველე სამუშაოების შემსრულებელმა პირმა უნდა მიუთითოს ადგილზე დათვალიერების ოქმში, რომელსაც თავად აწერს ხელს.

16. სააგენტოს წარმომადგენელი ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე ყველა პირს აფრთხილებს ადმინისტრაციული წარმოებისას განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

17. ადგილზე დათვალიერების ოქმი საჩივრდება სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად.

მუხლი 374. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დადგენის განსაკუთრებული პირობები

1. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენისა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ დებულებებთან ერთად, ასევე, ვრცელდება 373 მუხლის მე-8−მე-17  პუნქტები.

2. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს სააგენტო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

3. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ შედგენილ მონაცემებზე დაყრდნობით.

4. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ცალკეული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სარეგისტრაციო ბლოკის განუყოფელ ნაწილს. თითოეული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ფორმირება წარმოებს სარეგისტრაციო ბლოკის საკადასტრო კოდიდან.

5. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მომზადებულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერში, უფლების დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებთან ერთად, მიეთითება სარეგისტრაციო ბლოკის გეგმაც. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, მზადდება სარეგისტრაციო ბლოკის ერთიანი საკადასტრო რუკა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მომზადებულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერთან ერთად.

6. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოპოვებული უფლებრივი და საკადასტრო ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე შედგენილ სარეგისტრაციო ბლოკის საბოლოო გეგმას და მასში შემავალი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მდებარეობას, საკადასტრო აღწერის შედეგების საკადასტრო რუკაზე ასახვისა და საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნების შემდეგ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს სააგენტო ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი.

მუხლი 375. სააგენტოს მიერ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

1. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.

2. თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით, სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით  უფლების რეგისტრაციას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ, რომელიც ტარდება ამ თავით დადგენილი წესით.

3. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება არ დაინიშნება, თუ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციით/ინფორმაციით დგინდება, რომ ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) თვითნებურად დაკავებულის წესით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი აღემატება ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.

4. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას აღიარებს, თუ მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს ასევე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ამ შემთხვევაში, ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.

5. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლების აღიარება ხდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

6. მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ამ შემთხვევაში, სააგენტო იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.

7. თუ მიწის ნაკვეთის ნაწილი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულია, ხოლო ნაწილი – თვითნებურად დაკავებული, სააგენტო უფლებამოსილია ორივე ნაწილზე საკუთრების უფლება აღიაროს ერთობლივად და მიიღოს რეგისტრაციის შესახებ ერთი გადაწყვეტილება.

8. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია რეგისტრაციით დაინტერესებულ იმ პირზე, რომელიც 2007 წლის 20 სექტემბრისთვის იყო სრულწლოვანი.  

9. თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთი, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, მიმართავს სააგენტოს. მიმართვას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

10. თუ სარეგისტრაციო ობიექტი არ აკმაყოფილებს თვითნებურად დაკავებული მიწისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას.

11. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დგინდება დაინტერესებული პირის მითითებით.

12. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ადგილზე დათვალიერების ოქმი, ასევე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების სახელს, გვარსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მათ ჩვენებას იმის შესახებ, ფლობს თუ არა დაინტერესებული პირი აგეგმილ/აზომილ მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

13. საველე სამუშაოების წარმოებისას უფლებამოსილ პირს შეუძლია მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი დაადგინოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტებითაც: სასამართლოს აქტით, ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით), აბონენტად აყვანის დოკუმენტით, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრით, მუნიციპალიტეტის ცნობით ან/და სხვა დოკუმენტით.

14. თუ საქმეზე წარმოდგენილი ან სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირისაგან დამატებით მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის 2007 წლის 20 სექტემბრამდე არსებობის ფაქტს.

15. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციისას, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებას ატარებს და ოქმს ადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ინსტრუქციის ამ თავით დადგენილი წესით.

მუხლი 376. ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი

1. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება არ შეიძლება ჩაატაროს პირმა, რომელიც:   

ა) თვითონ არის დაინტერესებული პირი საქმეში;

ბ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირის წარმომადგენელია;

დ) შრომით ურთიერთობაშია რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთან;

ე) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს/აქციას/პაის იმ საწარმოში, რომელშიც რეგისტრაციით დაინტერესებული პირი ფლობს წილს/აქციას/პაის.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) აღმავალი ან დამავალი ხაზის ნათესავი (მშობლები და მათი მშობლები და ა.შ.; შვილები და მათი შვილები და ა.შ.);

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და აღმავალი ან დამავალი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის ნათესავის და-ძმა (ბიძები, დეიდები, მამიდები);

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3. ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და მოითხოვოს თვითაცილება.

4. დაინტერესებულ პირს (წარმომადგენელს), რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირის აცილების საფუძველი, უფლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებამდე, წერილობით გამოუცხადოს მას აცილება. განცხადება აცილების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.

5. დაინტერესებულმა პირმა (წარმომადგენელმა) აცილების განცხადება უნდა შეიტანოს სააგენტოში ადგილზე დათვალიერების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღეში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ისეთი ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.

6. ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირის აცილებისა და თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 377. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენაზე უარი

1. სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა დაუშვებელია, თუ:

ა) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი არ არის დადასტურებული იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების  მიერ;

ბ) დადგინდა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი სხვა პირის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია;

გ) ადგილზე დათვალიერების შედეგებით არ დადასტურდა დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ან/და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირებმა დაადასტურეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ ფლობის ფაქტი;

დ) სააგენტოში დაცული ან მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი ფორმით სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ იმ სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მოთხოვნილია უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთები არ განკერძოებულა (მაგალითად: სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთები  სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემული ნაკვეთებია; მიწის რეფორმის კომისიის მიერ ამ ტერიტორიაზე ფიზიკურ პირებზე არ განაწილებულა  მიწის ნაკვეთები და სხვ.);

ე) სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ არის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური.

2. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა დასაშვებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.

მუხლი 378. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი

1. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ:

ა) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) და ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის თარიღისთვის ფლობის ფაქტი არ არის დადასტურებული იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მიერ;

ბ) ადგილზე დათვალიერების შედეგებით არ დადასტურდა დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ან/და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირებმა დაადასტურეს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ ფლობის ფაქტი;

გ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირი 2007 წლის 20 სექტემბრისთვის არ იყო სრულწლოვანი;

დ) სააგენტოში დაცული ან მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი ფორმით სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ იმ სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მოთხოვნილია უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთები არ განკერძოებულა (მაგალითად: სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემულ ნაკვეთებს; მიწის რეფორმის კომისიის მიერ ამ ტერიტორიაზე ფიზიკურ პირებზე არ განაწილებულა  მიწის ნაკვეთები და სხვ.).

ე) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არის ისეთი მიწა, რომელზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება, კერძოდ:

ე.ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;

ე.ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე.გ) სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას;

ე.დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;

ე.ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული  სარეკრეაციო  ტერიტორიებისა;

ე.ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;

ე.ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;

ე.თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;

ე.ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;

ე.კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;

ე.ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას;

ე.მ) სასაფლაო და პანთეონი;

ე.ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;

ე.ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის;

ე.პ) საძოვარი;

ე.ჟ) სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება.

2. ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყის საზღვრის კორექტირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად დგინდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.

3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ (მათ შორის, რეგისტრირებულ) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.

4.  თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.

5. სააგენტო უფლებამოსილია თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღიაროს მხოლოდ იმ სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე, რომელშიც არანაკლებ ერთი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

6. თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ისეთ სარეგისტრაციო ბლოკში, რომელშიც ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობით.

7. სააგენტო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიმართავს, თუ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შედეგად დგინდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს აქვს მყარი სასაზღვრო მიჯნა (ღობე, შენობა-ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ან სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული საზღვარი, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა);

ბ) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა;

გ) დგინდება, რომ დაინტერესებული პირი თავისუფლად ფლობს მიწის ნაკვეთს იმგვარად, რომ სხვამ ვერ ისარგებლოს ამ ქონებით, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან.

8. სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაცულ ინფორმაციას, კერძოდ, ამოწმებს იგივე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია თუ არა უფლება, წარდგენილია თუ არა სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით ან/და ადმინისტრაციული საჩივარი. სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აგრეთვე იღებს აღნიშნულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

9. სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციის ვადაში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისი სამართლებრივი პირობების არსებობისას, დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

10. დაინტერესებული პირის მოთხოვნა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

11. სააგენტო საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, დაუყოვნებლივ, ელექტრონულად აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ  სსიპ  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შესაბამის მუნიციპალიტეტს და უგზავნის მათ მიღებულ გადაწყვეტილებას.“.

6. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 47. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების მიზნით განცხადების წარდგენა

1. დაინტერესებულ პირებს, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელს საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების მოთხოვნით. განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული და ასახავდეს დაინტერესებული პირის მოსაზრებებს საკადასტრო აღწერის შედეგების კორექტირების შესახებ. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ უფლებები რეგისტრირდება საკადასტრო რუკაზე ასახული ინფორმაციის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმება.

2. თუ დაინტერესებულმა პირმა მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ, მოითხოვა საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმება და სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელის მიერ საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმებამდე უარი თქვა მოთხოვნაზე ან გადამოწმებისთვის დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება, სარეგისტრაციო წარმოება გრძელდება საკადასტრო აღწერის შედეგების პირველადი მონაცემების შესაბამისად.“.

7. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის შედეგების საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ, გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ ინფორმაციის ან მოსაზრების წარდგენა, ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმის გარდა, შესაძლებელია ელექტრონულად, საჯაროდ გამოცხადების ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის გამოყენებით ან დაინტერესებული პირის ვინაობა უნდა დადასტურდეს პირად საკომუნიკაციო საშუალებაზე უსაფრთხოების კოდის გაგზავნის გზით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე