„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017199
9
31/01/2022
ვებგვერდი, 01/02/2022
140130000.22.034.017199
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №9

2022 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების:

1. 54-ე მუხლის 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი:

„26. პირი, რომელმაც „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მოიპოვა ამ წესის 541 მუხლით დადგენილი წესით:

ა) „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია ჩააბაროს აღნიშნული ქვეკატეგორიის მოსაპოვებლად განსაზღვრული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა;

ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია ჩააბაროს აღნიშნული კატეგორიის მოსაპოვებლად განსაზღვრული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის, მას მოპოვებული არ აქვს „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.“.

2. 54-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:

მუხლი 541. „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშულების მართვის უფლების მინიჭების დროებითი წესი

1. მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“/„საკურიერო მომსახურება“) სფეროში (შემდგომში – მიტანის მომსახურება) დასაქმებულ, მიტანის მომსახურების გამწევ, 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს (შემდგომში – მძღოლობის კანდიდატი), რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის აქვს 45 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 3 (სამი) თვის გამოცდილება, უფლება აქვს, 2022 წლის 20 მარტამდე „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მოიპოვოს მართვის უფლების მისაღები შესაბამისი თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს:

ა) მიტანის მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან (დამსაქმებელი) დადებული ხელშეკრულებით ან ასეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მძღოლობის კანდიდატის მიერ მიტანის მომსახურების სფეროში დასაქმების/საქმიანობის არანაკლებ 3 (სამი) თვის გამოცდილება;

ბ) მძღოლობის კანდიდატის განცხადებით, რომლითაც იგი ადასტურებს 45 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებით მიტანის მომსახურების გაწევის არანაკლებ 3 (სამი) თვის გამოცდილებას;

გ) მოთხოვნის მომენტისათვის 45 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლობის კანდიდატზე რეგისტრაციის არსებობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ მძღოლობის კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ით შესაძლებელია მის მიერ 45 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების კანონიერად ფლობისა და მომსახურების გაწევისას აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის არანაკლებ 3 (სამი) თვის გამოცდილების დადასტურება.

4. ამ მუხლით განსაზვრული წესით „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშულების მართვის უფლების მოსაპოვებლად თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №21 დანართით გათვალისწინებულ 20 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული 20 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 18 ქულა.

5. ამ წესის 211 მუხლი არ ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული წესით „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვებაზე, თუ მძღოლობის კანდიდატის თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება მიტანის მომსახურების გამწევი ორგანიზაციის (დამსაქმებელი) მიერ წარდგენილი და საგამოცდო სამსახურის მიერ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით.

6. ამ მუხლით განსაზღვრული წესით „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვების შემთხვევაზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ მუხლს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური