ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016398
02
28/01/2022
ვებგვერდი, 01/02/2022
010250050.35.144.016398
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №02

2022 წლის 28 იანვარი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 10/07/2017 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.144.016277) „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ დამტკიცებულ დანართ №1-ში ,,ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში“:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3  მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. საბჭოს შემადგენლობა არ შეიძლება იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, მდივნისა და სხვა წევრებისგან.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3  მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„3. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები, მერიის გენდერული თანასწორობის საკითხზე პასუხისმგებელი პირი, აგრეთვე მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენლები.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევენ საბჭოს წევრები, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხმათა უმრავლესობით.“

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე