„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016329
02
31/01/2022
ვებგვერდი, 01/02/2022
010260020.35.133.016329
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 
                     

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №02

2022 წლის 31 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს  ორგანული  კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ"  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებით დამტკიცებულ დებულების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალიტიკური სამსახურის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDokument), სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ (MMS) და ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ,,ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის“ (MSDA)  მეშვეობით“.

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე