,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016332
2
28/01/2022
ვებგვერდი, 01/02/2022
090020020.35.151.016332
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2022 წლის 28 იანვარი

დაბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის  №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/03/2019, 090020020.35.151.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისთვის:

ა). პირველი შვილის დაბადებაზე – 500 ლარი;

ბ). მეორე შვილის დაბადებაზე – 600 ლარი;

გ). მესამე შვილის დაბადებაზე – 700 ლარი;

დ). მეოთხე შვილის დაბადებაზე – 1000 ლარი;

ე). მეხუთე შვილის დაბადებაზე – 1500 ლარი;

ვ). მეექვსე და ყოველი შემდგომი შვილის დაბადებაზე დაემატოს 500 ლარი;

ზ). ტყუპი შვილის დაბადებაზე – 1000 ლარი“;

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახისა და სკოლის მედალოსანი სტუდენტების სწავლის დაფინანსება აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებლებში, აგრეთვე იმ ოჯახების, სადაც ორი და მეტი სტუდენტია, დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ბოლო სამი წელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და გიმნაზიაში, ხოლო სტუდენტების ასაკი არ აღემატება 28 წელს.“;

3. დადგენილების პირველის მუხლით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს სწავლის საფასური თითოეულ სტუდენტს დაუფინანსდება 80%-ით ( ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80%), ხოლო სკოლის ოქროს მედალოსან სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება 100%- ით (სწავლის საფასური 2250 ლარი). აგრეთვე იმ ოჯახებს, სადაც არის ორი და მეტი სტუდენტი ან ოქროს მედალოსანი, რომლებიც მიიღებენ სახელმწიფო დაფინასებას, სწავლის საფასურით თითოეული სტუდენტი დაფინანსდება დარჩენილი თანხის 80%-ით, ხოლო ოქროს მედალოსანი100%- ით გაიცეს ყოველწლიური ფულადი დახმარება სკოლის ოქროს მედალოსანზე სტუდენტობის პერიოდში 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ვერცხლის მედალოსანზე 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტის- მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.“; 

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარება გაიცემა უდედმამო 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.“;

5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ა. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. ჰემოდიალეზზე მყოფ პაციენტებს ყოველთვიურად მიეცემათ დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავითი ქირიკაშვილი