დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.017195 |
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №143 ბრძანება (www.matsne.gov.ge; 04/03/2013; 040030000.22.034.016169); ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 7 თებერვლის №156 ბრძანება (სსმ, №19; 10/02/2006; 010.240.070.22.034.008.154); გ) „შსს პოლიციის თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 27 დეკემბრის №632 ბრძანება (სსმ, №127; 30/12/2002; 140.130.000.11.118.005.623); დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 27 დეკემბრის №633 ბრძანება (სსმ, №127; 30/12/2002; 140.130.000.11.118.005.624). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები