„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017197
7
28/01/2022
ვებგვერდი, 31/01/2022
140130000.22.034.017197
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №7

2022 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირის თანამდებობაზე დანიშვნის (პოლიციაში მიღება) შემთხვევაში განთავსდება მის პირად საქმეში.“.

2. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:

„დ2) ამ წესის 651 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე;“.

4. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ წესის 651 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

ბ) „ო1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო2“ ქვეპუნქტი:

„ო2) ატესტაციისას უარყოფითი შედეგების გამო;“.

5. 46-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:

მუხლი 461. დათხოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

1. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის საფუძველზე, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

2. სამინისტროს მოსამსახურე აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, თუ იგი ამ წესის 651 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალურ სამხედრო საექიმო კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ – ბიურო), ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე.“.

6. 491 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 492 მუხლი:

მუხლი 492. გათავისუფლება ატესტაციის შედეგების საფუძველზე

სამინისტროს მოსამსახურე გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან/დაითხოვება სამსახურიდან ან შეუწყდება შრომითი ურთიერთობა ამ წესის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ატესტაციის საფუძველზე მიღებული უარყოფითი შეფასების შესაბამისად.“.

7. 54-ე მუხლის:

ა) მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3. მოსამსახურეთა ატესტაციის მიზანია სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის პერიოდული შეფასება.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4მე-10 პუნქტები:

„4. ატესტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან სსიპ-ის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე.

5. ატესტაციას არ ექვემდებარება მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია გამოსაცდელი ვადით.

6. ერთი და იმავე მოსამსახურის ატესტაცია დასაშვებია წელიწადში არაუმეტეს ერთხელ, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს მოსამსახურის:

ა) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას;

ბ) საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის დონის შემოწმებას, გასაუბრების ან ტესტირების და გასაუბრების ფორმით.

7. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით საატესტაციო კომისია ადგენს შემდეგს:

ა) ატესტაციას დაქვემდებარებული მოსამსახურე შეესაბამება დაკავებული თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს;

ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებული თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე აგრძელებს საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირს მიმართავს რეკომენდაციით მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

10. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა, საატესტაციო თემატიკა, მოსამსახურის შეფასების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის აქტით.“.

8. 65-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 651 მუხლი:

მუხლი 651. მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზა (სტაციონარული)

1. სამინისტროს მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზა (სტაციონარული) შეიძლება ჩატარდეს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის, ტერიტორიული ორგანოს ან სსიპ-ის ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

2. სამინისტროს გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნის საფუძვლიანობას, რის შემდეგაც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნა საფუძვლიანია და წერილობით მიმართავს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს;

ბ) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეუჩერდება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიმართვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო საექიმო კომისია ერთი კვირის ვადაში აფასებს მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების შესახებ;

ბ) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების არარსებობის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია ერთი კვირის ვადაში ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით მიმართოს ბიუროს, რომლის დასკვნასაც წარუდგენს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს.

6. თუ მოსამსახურე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალურ სამხედრო საექიმო კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ბიუროს ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

7. თუ ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნით დადგინდა, რომ მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, იგი თავისუფლდება თანამდებობიდან, რაც აგრეთვე ეცნობება მომსახურების სააგენტოს და სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს.

8. სამინისტროს მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების ხარჯებს ანაზღაურებს სამინისტრო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური