დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016437 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 29.12.2021წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016430) დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის, (სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (საოპერაციო, სამკურნალო და გამოკვლევების ხარჯების თანადაფინანსება, პ/კ 06 02 01)) „1.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სტატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან წარმოადგენენ (საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ შუამდგომლობას რომელშიც დადასტურებული იქნება მოქალაქის დახმარების საჭიროება“.“ 2. მე-4 მუხლის (უფასო სასადილოს დაფინანსება, პ/კ 06 02 04) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო და სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები (არაუმეტეს 60 ბენეფიციარისა)“.“ 3. მე-14 მუხლის (მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება პ/კ 06 02 14) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები, ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით“.“ 4. მე-15 მუხლის (მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება პ/კ 06 02 15) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით“.“ 5. მე-17 მუხლის ( მედიკამენტების დაფინანსება, პ/კ 06 02 17): ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდრულად ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიურად შეჭირვებული შემდეგი დაავადების მქონე მოქალაქეები: ა) ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური; ბ) თირკმლის უკმარისობა; გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი; დ) შაქრიანი დიაბეტი; ე) პარკინსონის დაავადება; ვ) ეპილეფსია; ზ) ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი; თ) მიასთენია; ი) ფენილკეტონურია და ცელიაკია (სამკურნალო კვების თანხა); კ) ცერებრალური დამბლა; ლ) ფსორიაზი; მ) გულსისხლძარღვთა დაავადებები; ნ) პნევმონია; ო) წითელი მგლურა; პ) გლაუკომა, კატარაქტა; ჟ) ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა; რ) ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება; ს) წითელი ქარი; ტ) სეფსისი, პერიტონიტი; უ) ანემია; ფ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადება; ქ) გაფანტული სკლეროზი; ღ) კოვიდის შემდგომი გართულება; ყ) ღვიძლის დაავადება (ციროზი); შ) პრადერ-ვილის სინდრომი; ჩ) სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის ბავშვები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ მიუხედავად მათი დიაგნოზისა“. ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ონკოლოგიური სენით, ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტები თავისუფლდებიან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისაგან“.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები