დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.122.016625 |
|
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016621, 30.12.2021 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურებას, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურებას, უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯის ანაზღაურებას. ასევე გათვალისწინებულია დახმარება ახალი კორონავირუსიის ინფექციით გარდაცვლილ პირთა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში განსაზღვრულია 0-დან 65000-ის ჩათვლით, თითოეულზე 400 ლარის ოდენობით. 1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიღების მიზნით განსაზღვრული დახმარების მიღების უფლება აქვს გარდაცვლილის შვილს, მეუღლეს, მშობლებს, დას, ძმას, დისწულს, ძმისწულს, ბებიას, პაპას, ბიძას, დეიდას, მამიდას, მათ შვილებს, შვილის ცოლს და შვილის ქმარს. დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიღების მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) გარდაცვლილთან განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულზე – 250 ლარით. დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიღების მიზნით განსაზღვრული დახმარების მიღების უფლება აქვს, გარდაცვლილის შვილს, მეუღლეს, მშობლებს, დას, ძმას, დისწულს, ძმისწულს, ბებიას, პაპას, ბიძას, დეიდას, მამიდას, მათ შვილებს, შვილის ცოლს და შვილის ქმარს. ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) გარდაცვლილთან განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 3. უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯი განისაზღვრება – 250 ლარით. უჭირისუფლო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯის ანაზღაურებისათვის წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია: ა) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის წერილი ან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი. თანხის ჩარიცხვა მოხდეს საწესჩვეულებო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით. 4. ახალი კორონავირუსიის ინფექციით გარდაცვლილ პირთა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარება, რომელთა სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში განსაზღვრულია 0-დან 65000-ის ჩათლით, თითოეულზე 400 ლარის ოდენობით. განსაზღვრული დახმარების მიღების უფლება აქვს, გარდაცვლილის შვილს, მეუღლეს, მშობლებს, დას, ძმას, დისწულს, ძმისწულს, ბებიას, პაპას, ბიძას, დეიდას, მამიდას, მათ შვილებს, შვილის ცოლს და შვილის ქმარს. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) გარდაცვლილთან განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ზ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. დახმარება ვრცელდება 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებზეც, რომლებსაც მიღებული არა აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ“ ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება – 1500 ლარი“ 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი №1-ის მე-4 მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება – 1500 ლარი. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ (პირმა, მშობელმა ან მეურვემ ან დროებითმა მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) დაბადების მოწმობა (არასრულწლოვნის შემთხვევაში); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა; ე) სრულწლოვანი პირის შემთხვევაში, შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნული დიაგნოზით; ვ) საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვედ დანიშვნის შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ; ზ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები