„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016383
2
28/01/2022
ვებგვერდი, 31/01/2022
010260020.35.106.016383
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2022 წლის 28 იანვარი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016253) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის „კ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ.ა) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ (პირუტყვის, ხე-ტყის ან/და მცენარეების ადგილწარმოშობის შესახებ);“;

ბ) მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მერის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9.  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის „კ.დ“ ქვეპუნქტისა და „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება ჩერდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული ვადით და პირობებით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე