დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.154.016465 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართვლობის კოდექსის“ 61 -ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის #22 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ #1 ში (ვებგვერდი, 22/12/2021, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016455) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნეს სიტყვა ,,ინდივიდუალური“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები." |
2.
დანართის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებული იქნეს სიტყვა ,,და მისი მოადგილისა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი.“ |
3.
დანართის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა „გამგებლისათვის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. არჩევნების დროს ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგითი ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს. თანამდებობიდან გადაყენების ან მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრისას ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმიდან: „მომხრე“, „წინააღმდეგი“ აირჩიოს ერთ-ერთი, რომელსაც შემოხაზავს.” |
4.
დანართის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა „გამგებელი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად დააყენოს საკითხი შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ ეს საკითხი შეიძლება დასვას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ასევე იმ შემთხვევაში თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, აგრეთვე თუ ხელმეორედ დაისვა ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ იქნა მიღებული. შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. თუ საკრებულომ უარი განაცხადა შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და ასევე არ მიიღო არც ინიციირებული და არც ალტერნატიული ვარიანტები, საკითხი ითვლება უარყოფილად, იხსნება დღის წესრიგიდან და იგი, როგორც წესი, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ხელმეორედ შეიძლება შეტანილი იქნეს მხოლოდ 3 თვის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისია შემთხვევა, თუ შემოტანილი საკითხი არსებითად გადამუშავდა, რაზეც არსებობს შესაბამისი კომისიის დასკვნა, ასევე თუ საკითხის განმეორებით განხილვას ითხოვს მერი აუცილებლობის მოტივით.“ |
5.
დანართის 87-ე მუხლის მე-10 პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა „გამგებლის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში - ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ამ რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.” |
6.
დანართის 126-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა „გამგეობის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნეს მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას.“ |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები