დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №01-250 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480500010.22.030.016239 |
|
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №01-250 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №01-250 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 480500010.22.030.016156) დამტკიცებული დებულების მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი და მისი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფია ორმხრივი ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი; ბ) მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან (რუსეთის ფედერაციის გარდა, რომელთანაც ურთიერთობები ხორციელდება დადგენილი წესით) კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება; გ) მეზობელი ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კონტაქტების დამყარება, გარდა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციისა, რომელთანაც ურთიერთობები ხორციელდება დადგენილი წესით. დ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება; ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; ვ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება. მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შესულ მასალებს; გ) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს; დ) სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს; ე) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ასრულებს ცალკეულ დავალებებს დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით; ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.“. ; |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან.
. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები