დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010010.18.011.016608 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №176/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/12/2017; ს/კ: 220010010.18.011.016265) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის გამოთვლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის პოზიციები უნდა გამრავლდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ K კოეფიციენტსა და ბაზელ III-ის დებულების მე-8 მუხლში განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნებზე.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული K კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგნაირად: K=40%+(D%-40%)*3. იგი მეტია ან ტოლია 40%-ის და არ აღემატება 100%-ს. საანგარიშგებო t თვისთვის, D არის t-3 თვის ბოლოს არსებული სესხების დოლარიზაცია, რომელიც გამოითვლება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების შეფარდებით მთლიან სესხებთან. სესხები მოიცავს „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით განსაზღვრული სესხების საბალანსო მოთხოვნების ძირ თანხებს. ამასთან, სესხები არ მოიცავს ბაზელ III-ის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“. |
| მუხლი 2 |
1. ბანკებმა უზრუნველყონ ამ ბრძანებით განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით დათვლილი არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის მოთხოვნის დაცვა არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტისა.
2. იმ ბანკებისთვის, რომლებიც არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის მიმართ იყენებენ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილების ფარგლებში ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ კაპიტალის შეღავათებს, არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის მოთხოვნის დასათვლელად ამ ბრძანებით განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენება შესაძლებელია 2023 წლის იანვრიდან. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები