დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტების − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიშის) წესის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, №1-02, №1-03 და №1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023247 |
|
„ტექნიკური რეგლამენტების − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიშის) წესის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, №1-02, №1-03 და №1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიშის) წესის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, №1-02, №1-03 და №1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2014, 300160070.10.003.017891) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „ტექნიკური რეგლამენტის − წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემის და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმების შედგენის წესის“ (დანართი №2): ა) მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. პროექტს თან უნდა ახლდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეთანხმებული რეკულტივაციის პროექტი ან ინფორმაცია კონსერვაციის შესახებ, გარდა მდინარეზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოზე ან გამოვლინებაზე ლიცენზიის ფლობის, ასევე ზედაპირული აკრეფის წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევისა.“; ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ სამთო-მოპოვებითი საქმიანობებისათვის, რომლებიც არ საჭიროებენ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, პროექტი შეიმუშაოს და მოპოვების საქმიანობის დაწყებამდე ინფორმაციის სახით წარადგინოს სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში, რომელიც, თავის მხრივ, ამოწმებს პროექტის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, 10 კალენდარული დღის ვადაში, აცნობებს ამის თაობაზე ლიცენზიის მფლობელს.“; გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წიაღით მოსარგებლემ, რომელიც ახორციელებს წიაღისეულის შესწავლას, წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრულ ვადებში, ყოველწლიურად უნდა შეიმუშაოს წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმა და ინფორმაციის სახით წარადგინოს სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში.“; დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წიაღით მოსარგებლემ, რომელიც ახორციელებს წიაღის შესწავლას, წიაღით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრულ ვადებში, ყოველწლიურად უნდა წარადგინოს წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა განვითარების გეგმის შესრულების ანგარიში სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში.“; ე) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ შემთხვევაში, თუ წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავება ხორციელდება ღია კარიერული წესით, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე და ლიცენზიით დადგენილი მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა არ აღემატება 50 000 მ3-ს/70 000 ტონას (გარდა ლითონური სასარგებლო წიაღისეულისა), მოპოვების საქმიანობის დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელი შეიმუშავებს და ინფორმაციის სახით სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში წარადგენს წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების გამარტივებულ პროექტს – ტექნოლოგიურ სქემას, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“. 2. „წიაღით სარგებლობის ობიექტის ტექნოლოგიური სქემის“ ცხრილის (დანართ №2-ის დანართი №1) 7.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7.3. წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიურ სქემას თან უნდა ახლდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეთანხმებული რეკულტივაციის პროექტი ან ინფორმაცია კონსერვაციის შესახებ, გარდა მდინარეზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოზე ან გამოვლინებაზე ლიცენზიის ფლობის, ასევე ზედაპირული აკრეფის წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევისა.“. 3. „უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა 1-01 მონაცემები ნახშირისა და მეტალების ბუნებრივი და ტექნოგენური საბადოებით სარგებლობის და საქმიანობის შედეგების შესახებ“ (დანართი №3) − შევსების მითითებების „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1–01 და მისი შევსების ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ;“.
|
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები