„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 380000000.10.003.023243
34
26/01/2022
ვებგვერდი, 27/01/2022
380000000.10.003.023243
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №34

2022 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2018,  380000000.10.003.020399)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლისა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.“.

2. მე-15 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფოტო და ვიდეოკამერა, ასევე სამხრე ვიდეოკამერა;

ზ) ასევე ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა) ან მასალა, რომელიც სჭირდება მას ინსპექტირების სრულყოფილად განხორციელებისათვის.“.

3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 − მე-9 პუნქტები:

„6. ინსპექტირების განხორციელებისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აცნობოს რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება სპეციალურ სერვერზე. სპეციალურ სერვერზე ინფორმაციის განთავსება ხდება სამხრე ვიდეოკამერაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.

8. სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება 30 დღის ვადით.

9.  სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

4. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. გამოსაცემი სამართლებრივი აქტები

სააგენტოს უფროსმა გამოსცეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ;

ბ) სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი  მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი