დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 32 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/01/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.023241 |
|
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2020, 340170000.10.003.022181) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უძრავი ნივთი მდებარეობს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წიაღის ფონდში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ სააგენტოში წარდგენილი იქნება უარყოფითი პოზიცია უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ ან/და გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან/და წიაღით სარგებლობის ლიცენზია და სააგენტოში წარდგენილია შესაბამისი ლიცენზიანტის უარყოფითი პოზიცია უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ;“. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები