„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.023236
27
26/01/2022
ვებგვერდი, 27/01/2022
040150000.10.003.023236
„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №27

2022 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2011, 040150000.10.003.016305) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“:

1. მე-3 მუხლის:

ა) 62 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დაუშვებელია შენობაზე/ნაგებობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა მომიჯნავე ნაკვეთების ხარჯზე.“.

2. 41 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შენობის/ნაგებობის განაშენიანების ფართობზე მიწის ნაკვეთის მიკუთვნება ხორციელდება უსასყიდლოდ.“;

ბ) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მესაკუთრის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შენობაზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი განისაზღვრება შენობის განაშენიანების ფართობის მიხედვით და ქონების სააგენტოს გადაწყვეტილება შენობის განაშენიანების ფართობის გარდა მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ნაწილში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კარგავს ძალას. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი კარგავს ქონების სააგენტოსთვის იმავე საკითხზე და იმავე საფუძვლებით განმეორებით მიმართვის უფლებას.“;

დ) 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი