„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 25/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016028
28
25/01/2022
ვებგვერდი, 26/01/2022
010210060.74.086.016028
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №28

2022 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.    
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს  №9  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) უდავო წარმოების საქმეები; გამარტივებული წარმოების საქმეები; შრომითი სამართლებრივი დავები; მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები;

ა.ვ) კომერციული დავები (ამ დადგენილების მიზნებისთვის, კომერციულ დავას წარმოადგენს და მხოლოდ ამ ქვეპუნქტს განეკუთვნება ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი კატეგორიის ქონებრივ-სამართლებრივი დავა, გარდა საოჯახო სამართლებრივი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მორალური ზიანის ანაზღაურების  შესახებ სარჩელებისა), თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს; სამეწარმეო-სამართლებრივი დავები; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავები; პირადი  არაქონებრივი  უფლებების  დაცვასთან დაკავშირებული დავები; ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები;“.

მუხლი 2.    
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი