დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის − „მეცნიერება იწყება სკოლიდან − კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.018131 |
|
„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის
−
„მეცნიერება იწყება სკოლიდან
−
კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17.07.2012; სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.016406) დამტკიცებულ „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) ინტერდისციპლინური მეცნიერებები (საბუნებისმეტყველო და სოციალური/ჰუმანიტარული მეცნიერებები).“. 2. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები − კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წარმომდგენი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – საჯარო სკოლა), პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის თანახელმძღვანელი და პროექტის ასისტენტი;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც ამ კონკურსის ფარგლებში თანამშრომლობს საჯარო სკოლასთან და უხელმძღვანელებს პროექტს, უზრუნველყოფს საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის შემუშავებას, პროექტის მენეჯმენტის განსაზღვრას, პროექტის მოსალოდნელი ეფექტიანობის შეფასებას, ასევე, ფონდისთვის შესაბამისი ანგარიშების მომზადებასა და წარდგენას;“; გ) ამოღებულ იქნეს „ე“ ქვეპუნქტი; დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) პროექტის თანახელმძღვანელი – პროექტის წარმდგენი საჯარო სკოლის VIII – XII კლასების მოქმედი მასწავლებელი, რომელიც პროექტის ხელმძღვანელთან ერთად ახორციელებს პროექტს და კოორდინაციას უწევს პროექტის მიმდინარეობას;“; ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) კონკურსი – ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა, რომლის მიზანია საჯარო სკოლების, პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელისა და პროექტის ასისტენტის, პროექტში ჩართული მოსწავლეების უზრუნველყოფა სასწავლო-კვლევითი გრანტით.“. 3. მე-4 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის თანახელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი; 4. პროექტის ხელმძღვანელი პროექტის განხორციელებისათვის არჩევს საჯარო სკოლას და პროექტის ასისტენტს; 5. პროექტში უნდა მონაწილეობდეს პროექტის ასისტენტი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელსა და თანახელმძღვანელს პროექტის განხორციელებაში; 6. პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელისა და პროექტის ასისტენტის ჩართულობა პროექტში კონკურსის აუცილებელი პირობაა; 7. საჯარო სკოლას, პროექტის ხელმძღვანელს, პროექტის თანახელმძღვანელს და პროექტის ასისტენტს კონკურსის ფარგლებში აქვთ მხოლოდ ერთ პროექტში მონაწილეობის უფლება.“. 4. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელის და პროექტის ასისტენტის საგრანტო დაფინანსება – რაც გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული სუბიექტების საგრანტო დაფინანსებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 40%-ს;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ზედნადები ხარჯები − პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჯარო სკოლისათვის განკუთვნილი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 7%-ს. პროექტში რამდენიმე საჯარო სკოლის მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლებელია ზედნადები ხარჯის განაწილება წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებისთვის, გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა). გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა გადაერიცხებათ პროექტის ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს და ასისტენტს მათ პირად საბანკო ანგარიშებზე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა საჯარო სკოლას/სკოლებს შესაბამის მიზნობრივ ანგარიშზე.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პროექტს შეიძლება ჰქონდეს თანადაფინანსება როგორც ფულადი, ასევე არაფინანსური მონაწილეობის (in-kind contribution) სახით საჯარო სკოლის, პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის, პროექტის ასისტენტის ან მესამე იურიდიული/ფიზიკური პირის მხრიდან. თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში პროექტთან ერთად ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი წერილობითი დადასტურება თანადაფინანსების ღირებულების მითითებით.“. 5. მე-11 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ექვემდებარება ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დაბრუნებას.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 – მე-8 პუნქტები: „6. მონიტორინგის მიზნებისათვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშგების წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით; 7. სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვისას პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებს განესაზღვრება ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა. საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელება შესაძლებელია სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნილი ცვლილება უნდა იყოს დაკავშირებული პროექტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებასთან; 8. კვლევის შედეგებზე პასუხისმგებელია სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები.“. 6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეორე ეტაპზე პროექტის შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს:
თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. შეფასების მეორე ეტაპზე ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 10 ქულა. პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა შეფასების მეორე ეტაპზე პროექტმა მიიღოს 6 და მეტი ქულა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები