„ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016445
2
21/01/2022
ვებგვერდი, 24/01/2022
010250050.35.121.016445
„ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2022 წლის 21 იანვარი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აგვისტოს N25 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 08.08.2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016253) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს დებულება“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“

2. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს თავმჯდომარეობს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“

3. დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს ან  საბჭოს წევრთა შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.“

4. დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.“

5. დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. სხდომაზე დასწრების და ინიციატივების წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რისთვისაც ისინი სხდომის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც მიმართავენ საბჭოს თავმჯდომარეს, წარუდგენენ ინიციატივას წერილობითი ფორმით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოყოფენ ერთ წარმომადგენელს საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.“

6. დანართის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.“

7. დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი