დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016444 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N48 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 16.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016276) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია 1. საკრებულოს ბიუროს წარედგინება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა. 2. საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. 3. საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. 4. საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინებით, საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო.“ 2. დანართის 1461-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბჭოს თავმჯდომარეობს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები