დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯი „მოდუსის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №44/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018122 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „მოდუსის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №44/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „მოდუსის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №44/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017668) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კოლეჯი მოდუსი (შემდგომ – კოლეჯი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კოლეჯის ხელმძღვანელი პირი არის კოლეჯის დირექტორი. კოლეჯის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“. 3. მე-5 მუხლის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის წესდების პროექტს; ვ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;“. 4. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება კოლეჯის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს კოლეჯის სხვა საჯარო კოლეჯთან გაერთიანება/მიერთება ან კოლეჯის დაყოფა/გამოყოფა მინისტრის გადაწყვეტილებით.“. 5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კოლეჯს, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები