„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016453
7
20/01/2022
ვებგვერდი, 24/01/2022
190040000.35.138.016453
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2022 წლის 20 იანვარი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ახალციხის მუნიციპალიტეტის  2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის  24 დეკემბრის №7 დადგენილებით (matsne. gov. ge; 28/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016447) დამტკიცებულ დანართში:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქ/პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ის პირები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ან აღნიშნულ ბაზაში მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა აღემატება 200 000-ს, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 50%-მდე:

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „ი“  ქ/პუნქტი შემდეგი რედაქციით:

ი) გადახდილი სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურების შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

4. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში, მაგრამ, არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა.

5. მე-11 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი:

4. 2022 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბერის №26 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-11 მუხლის, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოსარგებლე პირები.

6.  მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია;

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: უხუცესი/მისი ოჯახის წევრი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი) ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული უხუცესის მონაცემების შესახებ;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) უხუცესის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ე) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე