„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016450
1
21/01/2022
ვებგვერდი, 24/01/2022
010250000.35.113.016450
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2022 წლის 21 იანვარი

ქ. ოზურგეთი

 

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის N1 დადგენილებას (www.matsne.gov.ge, 05/12/2017 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016298) თანდართულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;“.

ბ) მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკრებულოს კომისიის შექმნა; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;“.

გ) მე-10 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები:

,,ე) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება;

ვ) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცება.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე სადაც იმართება საკრებულოს სხდომა აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის N282 დადგენილებით.“.

3. მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) იყოს საკრებულოს ერთი კომისიის, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში; საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს იყოს საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა;“.

4. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.

5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები

1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით,  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 36-ე მუხლის და ამ რეგლამენტის მე-100 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის, პირველი მოადგილის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს  წევრთაგან უხუცესი.

5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ახორციელებენ ფუნქციებს ამ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით.

6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) უფლება არა აქვთ, ეწეოდენ სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.

 

6. მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს ბიურო არის საკრებულოს მუდმივმოქმედი კოლეგიური ორგანო. საკრებულოს ბიურო იქმნება, საკრებულოს საქმიანობის ორგანიზებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების შემადგენლობით.

2. საკრებულოს ბიურო:

ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს;

ბ) ადგენს საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;

გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას;

დ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ე) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას;

ვ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;

ზ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;

თ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ი) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს კომისიებში ანაზღაურებად ექსპერტთა კვოტის შესახებ;

კ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

 

7. 23-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საკრებულოს წევრი (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.“.

 ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ საკრებულოს კომისიებში, საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.“.

გ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

,,9. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის  კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

10. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია 1 (ერთი) კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.“.

8. 26-ე მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.

 

9. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 27. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები და უფლებამოსილების შეწყვეტა

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი;

2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;

გ) ამ რეგლამენტის 361 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. საკრებულოს კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის  კომისიას. ბიურო, საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან.

10. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.“.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ფრაქციას აქვს სახელი. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება.“.

გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნას.

დ) მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა  და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.“.

13. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია განცხადებისა და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.

14. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო,  იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.“.

11. 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;“.

12. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361-ე და 362-ე მუხლები:

,,მუხლი 361. საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა

1. საკრებულოს ორგანოებში საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

2. საკრებულოს ფრაქციის მიერ საკრებულოს ორგანოში ან საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს.

3. თუ საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო,  იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

4. საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

5. თუ საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები საკრებულოს შესაბამის ორგანოში.

მუხლი 362. საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 302 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოში იქმნება საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია.“.

 

13. 37-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა.

ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი და სხვ.), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“.

14. 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია, მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“.

15. 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არ ყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით, საკრებულოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“.

16. 99-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის ან მის მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“.

17. 102-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის  1/5 და საკრებულოს ფრაქციას.“.

18. 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა და მისი დამტკიცების წესი

1. საკრებულოს კომისია უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 3 წევრისაგან. საკრებულოს წევრს უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.

2. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ღია კენჭისყრით.

3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიიდან და/ან შევიდეს საკრებულოს კომისიაში. საკრებულოს წევრის გასვლას საკრებულოს კომისიიდან და/ან შესვლას საკრებულოს კომისიაში ბიურო იღებს ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე.“.

19. 119-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არ ყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“.

20. 131-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის ჩაბარებას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი.“.

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია