დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.120.016391 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ–პორტალი, ვებგვერდი, 05/02/2018. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.120.016273) დამტკიცებულ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“, მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არც ერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლემენტით დადგენილი წესით“. 3. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“, 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას“. 4. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“, 36-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“. „6. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება“. 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“, 36-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-7 პუნქტი. 6. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“, 53-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის არ მოწვევის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი მოადგილე“. 7. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“, 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა“. 8. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“, 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად: ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით; დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები