„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმის პროგრამა)“

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმის პროგრამა)“
დოკუმენტის ნომერი 1048
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 07/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016670
1048
15/10/2021
ვებგვერდი, 25/01/2022
480610000.03.030.016670
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმის პროგრამა)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმის პროგრამა)

სესხის ნომერი 4112 - GEO

 

სასესხო შეთანხმება

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

(ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმის პროგრამა)

 

საქართველოსა

და

აზიის განვითარების ბანკს

შორის

 

თარიღი 15 ოქტომბერი, 2021

 

 

GEO 49006

სასესხო შეთანხმება

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

 

სასესხო შეთანხმება, დათარიღებული 2021 წლის 15 ოქტომბრით საქართველოსა ("მსესხებელი") და აზიის განვითარების ბანკს ("ADB") შორის.

დადებულია მასზედ, რომ: 

(ა) ADB-მ მსესხებლისაგან მიიღო განვითარების პოლიტიკის წერილი, დათარიღებული 2021 წლის 30 ივლისით („პოლიტიკის წერილი“), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებს, პოლიტიკასა და ქმედებებს, რომელიც აღწერილია აღნიშნულ სასესხო შეთანხმების განრიგ 1-ში, იმისთვის რომ განვითარდეს მსესხებლის ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმა (,,პროგრამა“);

(ბ) მსესხებელმა მიმართა ADB სესხის აღებაზე ამ პროგრამის მიზნებისათვის; და                            

(გ) ADB დათანხმდა, გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან წინამდებარე დოკუმენტში მოყვანილი ვადებისა და პირობების გათვალისწინებით;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

უხლი I

სესხის რეგულაციები; განმარტებები

ნაწილი 1.01. ADB-ს ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო წესდების ყველა დებულება დათარიღებული 2017 წლის პირველი იანვრით („სასესხო რეგულაციები“), გავრცელდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე იგივე ძალითა და ქმედითობით, როგორიც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად აისახებოდნენ  წინამდებარე დოკუმენტში, თუმცა შემდეგი ცვლილებების შეტანის შემდგომ:

(ა) ნაწილი 2.01 (tt) წაშლილია და შეცვლილია შემდეგით:

ტერმინი „პროგრამა“ აღნიშნავს პროგრამას, რომლისთვისაც ADB დათანხმდა სესხის გაცემას, როგორც ეს აღწერილია სასესხო შეთანხმებაში და იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ აღწერილობაში შეიძლება დროდადრო  ცვლილებების შეტანა  ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.

(ბ)  ტერმინი „პროექტი“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების   ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამა“.

(გ) ნაწილი 2.01 (vv) წაშლილია და შეცვლილია შემდეგით:

ტერმინი „პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო“ აღნიშნავს უწყებას ან უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის განხორციელებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო შეთანხმებაში.

(დ) ტერმინი „პროექტის აღმასრულებელი სააგენტო“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო“ და

(ე) ნაწილი 6.01(b) წაშლილია.

ნაწილი 1.02. რამდენიმე ტერმინს,  სადაც არ უნდა იყოს გამოყენებული წინამდებარე სასესხო შეთანხმების ფარგლებში, განსაზღვრულს სასესხო რეგულაციებში გააჩნია აქ ჩამოყალიბებული შესაბამისი მნიშვნელობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ცვლილების შეტანა ან კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს შემდეგი მნიშვნელობები აქვთ:

(ა) „თანამონაწილეობის ფონდები“ ნიშნავს სესხიდან წარმოქმნილ ადგილობრივ ვალუტას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგის მე-4 პუნქტში;

(ბ) „ანაბრის ანგარიში” ნიშნავს ანგარიშს, რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგის მე-3 პუნქტში;

(გ) ,,GSE” ნიშნავს სააქციო საზოგადოება (სს) საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, 100 %-იან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გადამცემი ხაზებისა და განაწილების კომპანია, საქართველოს კანონმდებლობის ქვეშ არსებული და მართული ან მისი სამართალმემკვიდრე;

(დ) ,,სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB-ს სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2017 წლის, რომელიც დროდადრო იცვლება ხოლმე);

(ე) ,,MOESD” ნიშნავს მსესხებლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს;

(ვ) ,,MOF” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს;

(ზ) ,,NBG” ნიშნავს საქართველოს ეროვნულ ბანკს ან მის სამართალმემკვიდრეს;

(თ) ,,პოლიტიკის მატრიცა“ ნიშნავს პოლიტიკის მატრიცას, რომელიც შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის, რომელიც  ადგენს ღონისძიებებს, რაც შესრულებულია ან უნდა შესრულდეს მსესხებლის მიერ პროგრამის ფარგლებში და რომელიც თანდართულია პოლიტიკის წერილზე; და

(ი) ,,პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო“ სესხის რეგულირების მიზნებისათვის გულისხმობს ფინანსთა სამინისტროს ან მის ნებისმიერ ADB-სთვის მისაღებ სამართალმემკვიდრეს, რომელიც პასუხისმგებელია ამ პროგრამის განხორციელებაზე.

მუხლი II

სესხი

ნაწილი 2.01. (ა) ADB თანახმაა, ასესხოს მსესხებელს ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან თანხა ოთხმოცდაშვიდი მილიონ ხუთას ოთხი ათასი ევროს (87 504 000 ევრო) ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ დროდადრო შესაძლებელია მოხდეს ხსენებული თანხის კონვერტირება ვალუტის კონვერსიის საშუალებით,  წინამდებარე სასესხო შეთანხმების ნაწილი 2.06-ის დებულებების შესაბამისად.

(ბ) სესხს გააჩნია ძირითადი თანხის დაფარვის 12-წლიანი ვადა და შეღავათიანი პერიოდი, რომელიც განსაზღვრულია ამ ნაწილის (გ) პუნქტით.

(გ) ტერმინი „შეღავათიანი პერიოდი“, რომელიც გამოყენებულია ამ ნაწილის (ბ) პუნქტში, აღნიშნავს პერიოდს, რომელიც წინ უსწრებს დასაფარი ძირითადი თანხის  პირველი გადახდის თარიღს, წინამდებარე სასესხო შეთანხმების  მე-2 განრიგში მოცემული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.

ნაწილი 2.02. მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ADB-ს პროცენტი ძირითად სესხის ათვისებულ და  დაუფარავ თანხაზე, დროდადრო თითოეული საპროცენტო პერიოდში იმ განაკვეთით, რომელიც ტოლია:

(ა) EURIBOR; და

(ბ) 0.60%-ის ჯამისა, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების ნაწილში 3.02,  გამოკლებული 0.10%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების ნაწილში 3.03.

ნაწილი 2.03. მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების გადასახდელი წლიური 0.15%-ის ოდენობით. ვალდებულების გადასახდელი უნდა დაირიცხოს სესხის სრულ თანხაზე (მინუს დროდადრო ათვისებული თანხები), დაწყებული წინამდებარე სასესხო შეთანხმების თარიღიდან  60 დღის შემდეგ.

ნაწილი 2.04. საპროცენტო და სხვა სასესხო გადასახდელები გადაიხდება ყოველ წელს, წელიწადში ორჯერ 15 აპრილს და 15 ოქტომბერს.

ნაწილი 2.05. მსესხებელმა უნდა დაფაროს სესხის ანგარიშიდან ათვისებული სესხის ძირითადი თანხა,   წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-2 განრიგის დებულებების შესაბამისად.

ნაწილი 2.06. (ა) მსესხებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს სესხის პირობების შეცვლა ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილი სახით, რათა ხელი შეუწყოს სესხის გონივრულ მართვას:

(i) სესხის მთლიანი ძირითადი თანხის  ან მისი რომელიმე ნაწილის, იქნება ის ათვისებული და დაუფარავი თუ აუთვისებელი,  სასესხო ვალუტის  შეცვლა დამტკიცებული ვალუტით;

(ii) ათვისებული და დაუფარავი სესხის სრულ ძირითად თანხაზე ან მის რომელიმე ნაწილზე გავრცელებული საპროცენტო განაკვეთის გადაყვანა ცვლადი განაკვეთიდან ფიქსირებულ განაკვეთზე ან პირიქით; და

(iii) ლიმიტების დაწესება ცვლად განაკვეთზე, რომელიც ვრცელდება ათვისებული და დაუფარავი სესხის სრულ ძირითად თანხაზე ან მის რომელიმე ნაწილზე, ხსენებულ ცვლად განაკვეთზე სარგებლის საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული მაქსიმუმის ან სარგებლის საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული მინიმუმისა და მაქსიმუმის დაწესებით.

(ბ) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოითხოვება ამ ნაწილის (ა) პუნქტის შესაბამისად და რომელიც აღიარებულია ADB-ს მიერ, ჩაითვლება „ცვლილებად“, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების ნაწილში 2.01 (f), და იგი უნდა განხორციელდეს სასესხო რეგულაციების მუხლი V-ის დებულებებისა და კონვერსიის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

 

მუხლი III

სესხის სახსრების გამოყენება

ნაწილი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სესხის სახსრების გამოყენება ამ პროგრამის ხარჯების დასაფინანსებლად,  წინამდებარე სასესხო შეთანხმების დებულებების  შესაბამისად.

ნაწილი 3.02. სესხის სახსრები ათვისებულ უნდა იქნეს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგის დებულებების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი განრიგი შეიძლება დროდადრო შეიცვალოს მსესხებლისა და ADB-ს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

ნაწილი 3.03. სესხის დახურვის თარიღად სასესხო რეგულაციების ნაწილი 9.02-ით გათვალისწინებული მიზნებისათვის მიღებულ უნდა იქნეს 2022 წლის 30 ივნისი ან სხვა რომელიმე თარიღი, რომლის შესახებაც შესაძლოა დროდადრო შეთანხმდნენ მსესხებელი და ADB.

 

მუხლი IV

კონკრეტული დებულებები

ნაწილი 4.01. პროგრამის განხორციელებისას მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს, რომ შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების მე-4 განრიგში მოცემული ყველა ვალდებულება.

ნაწილი 4.02. როგორც ანგარიშებისა და ინფორმაციის ნაწილი, რაც მითითებულია სასესხო რეგულაციების 7.01 და 7.04 ნაწილებში, მსესხებელმა უნდა წარუდგინოს ADB-ს ან უნდა უზრუნველყოს  ნებისმიერი ანგარიშისა და ინფორმაციის წარდგენა, რომელსაც ADB სათანადოდ მოითხოვს, რაც ეხება (i) თანამონაწილეობის ფონდებსა და მათ გამოყენებას და (ii) პროგრამის განხორციელებას, მათ შორის მიზნების შესრულებასა და პოლიტიკის წერილში აღწერილი ღონისძიებების განხორციელებას.

 

მუხლი V

ეფექტურობა

ნაწილი 5.01.  აღნიშნულში განსაზღვრულია ეფექტურობის დამატებითი პირობა ამ სასესხო შეთანხმების სასესხო რეგულაციების 10.01(f) ნაწილის მიზნებისთვის: (i) მსესხებელი შეასრულებს პოლიტიკის ღონისძიებებს ტრანშის მისაღებად; და (ii) პოლიტიკის ეს ღონისძიებები იქნება ეფექტური.

ნაწილი 5.01 ამ სასესხო შეთანხმების ეფექტურობისთვის განსაზღვრულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების თარიღიდან 90 დღე სასესხო რეგულაციების 10.04 ნაწილის მიზნებისთვის.

მუხლი VI

სხვადასხვა

ნაწილი 6.01. სასესხო რეგულაციების ნაწილი 12.02-ის მიზნებისთვის, მსესხებლის  ფინანსთა მინისტრი დასახელდა მსესხებლის  წარმომადგენლად.

ნაწილი 6.02. სასესხო რეგულაციების ნაწილი 12.01-ის მიზნებისთვის მიეთითება შემდეგი მისამართები:

 

მსესხებლისთვის:

ფინანსთა სამინისტრო

ვ. გორგასლის ქუჩა N 16, 0114

თბილისი, საქართველო

ფაქსი:

(+995 32) 2262423 

ელფოსტა: Publicdebt@mof.ge

 

აზიის განვითარების ბანკისთვის:

აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკის გამზირი N 6

ქალაქი მანდალიუონგი

მეტრო მანილა 1550

ფილიპინები

ფაქსი:

(632) 8636-2444

 

რის დასტურადაც მხარეები, რომლებიც მოქმედებენ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას შესაბამისი სახელებით ზემოთ მოცემულ წელსა და თარიღში და წარადგენენ აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში.

საქართველოს სახელით

-----------------------------

ლაშა ხუციშვილი

                ფინანსთა მინისტრი

 

აზიის განვითარების ბანკის სახელით

-----------------------------

შეინ როზენტალი

რეგიონული დირექტორი საქართველოში ადგილობრივი მისია

 

 

განრიგი 1

პროგრამის აღწერა

1. პროგრამის ძირითადი მიზანია ფინანსური სტაბილურობის მიღწევა და გადამცემი ხაზების სექტორის მდგომარეობისა და სტრუქტურის და საქართველოს ელექტროენერგიის გადაცემის კომპანიის GSE-ს ინსტიტუციონალური გარემოს გაძლიერება. მოსალოდნელია, რომ პროგრამა გააძლიერებს GSE-ს საოპერაციო, ინსტიტუციონალურ და ფინანსურ ავტონომიას. პროგრამა აღწერილია უფრო დეტალურად პოლიტიკის წერილში.

2. პროგრამა სავარაუდოდ დასრულდება 2021 წლის 1 დეკემბერს.

განრიგი 2

ამორტიზაციის გრაფიკი

1. წინამდებარე ცხრილში მოცემულია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღები და გადასახდელი სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტი, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ძირითადი თანხის თითოეული გადახდის თარიღისთვის (გადახდის წილი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები სრულად გამოიყენება პირველი გადახდის თარიღის დროს, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა, რომლის გადახდა უნდა მოხდეს გადახდის ძირითადი თარიღის მიხედვით, განისაზღვროს ADB-ის მიერ შემდეგნაირად: (ა) პირველი გადახდის თარიღისთვის გამოყენებული და დასაფარი სესხის მთლიანი ძირითადი თანხის გამრავლებით; (ბ) პერიოდული შენატანის ნაწილზე თითოეულ ძირითადი გადახდის თარიღისათვის; საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს ასეთი გადახდის კორექტირება, წინამდებარე განრიგის მე-4 პუნქტში მითითებული ნებისმიერი თანხის გამოსაკლებად, რომელსაც ეხება ვალუტის კონვერტირება.

 

გადახდის დღე                   სესხზე შენატანი

                                               (გამოსახული %-ში 30%-იანი ყოველწლიური

                                               შენატანის საფუძველზე)               

 

 

15 ოქტომბერი 2024                 0.542983

15 აპრილი 2025                       0.624431

15 ოქტომბერი 2025                 0.718095

15 აპრილი 2026                       0.825809

15 ოქტომბერი 2026                 0.949681

15 აპრილი 2027                       1.092133

15 ოქტომბერი 2027                 1.255953

15 აპრილი 2028                       1.444346

15 ოქტომბერი 2028                 1.660997

15 აპრილი 2029                       1.910147

15 ოქტომბერი 2029                 2.196669

15 აპრილი 2030                       2.526169

15 ოქტომბერი 2030                 2.905095

15 აპრილი 2031                       3.340859

15 ოქტომბერი 2031                 3.841988

15 აპრილი 2032                       4.418286

15 ოქტომბერი 2032                 5.081029

15 აპრილი 2033                       5.843183

15 ოქტომბერი 2033                 6.719661

15 აპრილი 2034                       7.727610

15 ოქტომბერი 2034                 8.886752

15 აპრილი 2035                     10.219764 

15 ოქტომბერი 2035              11.752729 

15 აპრილი 2036                     13.515631 

ჯამი                                         100.000000

 

 

 

 

 

 

 

2.  იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები სრულად არ გამოიყენება პირველი გადახდის თარიღის დროს, სესხის ძირითადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა თითოეული გადახდის თარიღზე, განისაზღვრება შემდეგნაირად:

(ა) იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები გამოიყენება პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს გამოყენებული თანხა და აღნიშნული თარიღისთვის დარიცხული გადასახდელი თანხა, ამ განრიგის 1-ლი პუნქტის მიხედვით; და

(ბ) ნებისმიერი თანხა, რომლის გამოთხოვაც მოხდა ძირითადი თანხის პირველი  გადახდის თარიღის შემდეგ, უნდა იქნას გადახდილი ძირითადი თანხის  ყოველი გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული გამოთხოვის შემდეგ, იმ ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სესხზე თავდაპირველი შენატანი, რომელიც განსაზღვრულია პირველ პუნქტში მოცემულ ცხრილში, ძირითადი თანხის შესაბამისი გადახდის თარიღისთვის (სესხზე თავდაპირველი შენატანი), და მნიშვნელი, რომელიც იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი შენატანების ჯამი, და ამგვარად დაანგარიშებული თანხა შეიძლება ჩასწორდეს საჭიროებისამებრ, რათა მოხდეს ამ განრიგის მე-4 პუნქტში შესული ნებისმიერი თანხის გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.

3. გამოთხოვა, რომელიც განხორციელდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში,  ძირითადი თანხის ნებისმიერი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის დაფარვისათვის გადასახადი თანხის გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და გადაუხდელი, გამოთხოვის თარიღიდან ძირითადი თანხის დაფარვის შემდგომი თარიღისათვის და იქნება გადასახდელი ძირითადი თანხის  ყოველი გადახდის თარიღში, დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი ძირითადი თანხის  შემდგომი გადახდის თარიღიდან. 

4. მიუხედავად წინამდებარე განრიგის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა, რომელიც ეხება სესხის ძირითადი ათვისებული თანხის ყველა ან რომელიმე ნაწილისთვის ვალუტის კონვერტაციას შეთანხმებით დამტკიცებულ ვალუტაში, კონვერტირებული თანხა, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ძირითადი თანხის დაფარვის თარიღის მიხედვით, რომელიც წინ უსწრებს კონვერტაციის პერიოდს, უნდა განისაზღვროს ADB-ის მიერ უშუალოდ კონვერტაციამდე, აღნიშნული თანხის დენომინაციის ვალუტის გამრავლებით: (i) იმ სავალუტო კურსზე, რომელიც ასახავს ძირითადი თანხის რაოდენობას ზემოთ აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გამოყოფა უნდა მოხდეს ADB-ის მიერ სავალუტო რისკის ჰეჯირების ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტაციასთან; ან (ii) იმ შემთხვევაში, თუ ADB განსაზღვრავს ამგვარად, კონვერტაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად, გამოცხადებული გაცვლითი კურსით.

5. იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული და გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა დენომინირდება სესხის ერთზე მეტ ვალუტაში, წინამდებარე განრიგის პირობები გამოყენებულ  იქნას კონკრეტულად სესხის თითოეულ ვალუტაში დენომინირებულ თანხასთან მიმართებაში, რათა ცალ-ცალკე შემუშავდეს  სესხის გადახდის განრიგი.

განრიგი 3

ხის თანხების გამოთხოვა

1. თუ სხვაგვარად არ იქნება მოცემული ამ განრიგში ან თუ ADB-სთან სხვაგვარად არ შეთანხმდება, სესხის თანხების ჩამორიცხვა მოხდება სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად.

2. სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის აპლიკაცია მსესხებლის მიერ უნდა წარედგინოს ADB-ს  და უნდა იყოს ADB-სთვის მისაღები ფორმით.

3. (ა) ADB-სთვის სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის პირველი აპლიკაციის წარდგენამდე, მსესხებელი დაასახელებს საქართველოს ეროვნულ ბანკში, სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშის (სადეპოზიტო ანგარიში) ქვეანგარიშს, სადაც მოხდება სესხის ანგარიშიდან გამოთხოვილი ყველა თანხის განთავსება. სადეპოზიტო ანგარიში შეიქმნება, იმართება და გაუქმდება მსესხებლის შესაბამისი რეგულაციებისა და პროცედურების მიხედვით.

(ბ) სადეპოზიტო ანგარიშთან მიმართებით ცალკეული ანგარიშები და ანგარიშგებები განხორციელდება საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად, ADB-სთვის მისაღები ფორმით. ADB-ს მოთხოვნის შემთხვევაში, მსესხებელს უნდა ჰქონდეს სადეპოზიტო ანგარიშის ფინანსური მონაცემები აუდირებული დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და ფუნქციები მისაღები იქნება ADB-სთვის, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ან ეროვნული ეკვივალენტისა, რაც ასევე მისაღები იქნება ADB-სთვის. მათი მომზადების შემდეგ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ADB-ის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ასეთი ფინანსური აუდიტის ასლები და ფინანსურ დოკუმენტაციაზე აუდიტორთა დასკვნები ინგლისურ ენაზე წარედგინება
ADB-ს.

4. სესხის თანხები არ იქნება გამოთხოვილი ამ განრიგის დამატებაში მოცემულის დასაფინანსებლად.

5. მსესხებელს შეუძლია სესხის თანხების გამოთხოვა ამ სასესხო შეთანხმების ეფექტურად გამოცხადებისთანავე.

 

                                                                                                                                                         მე-3 განრიგის დანართი

 

უარყოფითი სია

სესხის თანხიდან გამოთხოვა არ მოხდება შემდეგისთვის:

(i) იმ საქონელზე გასაწევი ხარჯებისთვის, რომელიც შედის გაერთიანებული ერების საერთაშორისო სავაჭრო კლასიფიკაციის სტანდარტების, შესწორება 3 (SITC, Rev. 3) შემდეგ ჯგუფებში ან ქვეჯგუფებში ან SITC-ის სამომავლოდ განსახორციელებელი ცვლილებების ფარგლებში ნებისმიერ მათ სამართალმემკვიდრე ჯგუფსა თუ ქვეჯგუფში, როგორც ეს იქნება განსაზღვრული ADB-ის მიერ მსესხებლისთვის შეტყობინების გზით:

ცხრილი: შეუსაბამო საგნები

თავი

მითითება

საგნების აღწერა

112

 

ალკოჰოლური სასმელები

121

 

თამბაქო, დაუმუშავებელი; აკრძალული თამბაქო

122

 

თამბაქო დამუშავებული (რომელიც არ შეიცავს თამბაქოს შემცვლელს)

525

 

რადიოაქტიური და მასთან ასოცირებული მასალები

667

 

მარგალიტები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი

718

718.7

ატომური რეაქტორები და მათი ნაწილები, ნავთობის ელემენტები (კარტრიჯები), არა დასხივებული ატომური რეაქტორისთვის

728

728.43

თამბაქოს მწარმოებელი მოწყობილობა

897

897.3

ოქროს, ვერცხლის ან პლატინის ჯგუფის ძვირფასეულობა/სამკაულები (გარდა საათებისა და საათის ბუდეებისა) და ოქროს ან ვერცხლის მჭედლების ნაკეთობები (თვლიანი ნაკეთობების ჩათვლით)

971

 

ოქრო, არა მონეტარული (ოქროს მადნისა და კონცენტრატების გარდა)

 

წყარო: გაერთიანებული ერები

(ii) საქონლის მოწოდების ხარჯებისთვის იმ კონტრაქტის ფარგლებში, რაც ნებისმიერმა ადგილობრივმა ან საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ან სააგენტომ დააფინანსა ან დათანხმდა რომ დააფინანსებს, ADB-ის მიერ სესხის ან გრანტის სახით დაფინანსებული ნებისმიერი კონტრაქტის ჩათვლით;

(iii) სამხედრო ან ნახევრად სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლის ხარჯისთვის ან ფუფუნებისთვის განკუთვნილი საქონლის ხარჯისთვის;

(iv) ნარკოტიკებისთვის გაწეული ხარჯისთვის;

(v) გარემოსთვის სახიფათო საქონლისთვის, წარმოებისთვის, გამოყენებისთვის ან იმპორტისთვის გაწეული ხარჯისთვის, რაც მსესხებლის კანონმდებლობით ან საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მხარეცაა მსესხებელი, იკრძალება; და

(vi) ხარჯები იმ გადახდებისთვის, რომელიც აკრძალულია მსესხებლის მიერ, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაეროს წესდების VII თავის მიხედვით.

 

განრიგი  4

პროგრამის განხორციელება და სხვა საკითხები

განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ფინანსთა სამინისტრო იმოქმედებს როგორც პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მთლიანი პროგრამის დანერგვაზე, ჩამორიცხვასა და ჩანაწერების შენახვაზე. ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, GSE-ს ტექნიკური ჯგუფი იმოქმედებს როგორც განმახორციელებელი სააგენტოები პროგრამის ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელებისას.

 

პოლიტიკის ნაბიჯები და დიალოგი

2. მსესხებელი უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა ღონიძიება, რომელიც განთავსებულია პოლიტიკის წერილსა და პოლიტიკის მატრიცაში, იყოს ეფექტური პროგრამის მიმდინარეობისას.

3. მსესხებელი ADB-ს მიაწვდის სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ სააგენტოებთან განხილვების შესახებ ინფორმაციას, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს პროგრამის განხორციელებაზე და შესაძლებლობას მისცემს ADB-ს გააკეთოს კომენტარი ნებისმიერ შედეგობრივი პოლიტიკის შემოთავაზებაზე. მსესხებელი გაითვალისწინებს ADB-ის შეხედულებებს ნებისმიერი ასეთი შემოთავაზების დასრულებამდე.

 

თანამონაწილეობის ფონდების გამოყენება

4. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ თანამონაწილეობის ფონდები გამოყენებულ იქნება გარკვეული პროგრამების და აქტივობების დასაფინანსებლად, რომლებიც შესაბამისობაშია პროგრამის მიზნებთან.

 

მმართველობა და ანტიკორუფციული ქმედება

5. მსესხებელი (ა) შესაბამისობაში იქნება ADB-ის ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტთან (1998, მასში დღეის მდგომარეობით შეტანილი ცვლილებებით) და აღიარებს რომ ADB იტოვებს უფლებას, გამოიძიოს პირადად ან მისი სააგენტოების მეშვეობით ნებისმიერი საეჭვო კორუფციული, თაღლითური, შეთქმულებაზე დაფუძნებული ან იძულებითი პრაქტიკა, პროგრამასთან დაკავშირებით; და (ბ) ითანამშრომლებს ნებისმიერ ასეთ გამოძიებასთან და გაუწევს ყველა საჭირო დახმარებას ასეთი გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის.

 

მონიტორინგი და განხილვა

6. მსესხებელი პროგრამის აღმასრულებელ სააგენტოს მეშვეობით:

ა) გააკეთებს მონიტორინგს, მიაწოდებს რეგულარულად რეპორტებს და დიალოგში იქნება ADB-სთან პროგრამის განხოციელების სრულ პერიოდში სესხის დახურვის დღიდან 6 თვის განმავლობაში;

ბ) სესხის დახურვის დღიდან 12 თვის განმავლობაში მიაწოდებს ADB-ს პროგრამის დასრულების რეპორტს; და

გ) მიაწოდებს ყველა სხვა რეპორტს, დოკუმენტსა და საინფორმაციო ფინანსურ ანგარიშებს ლიმიტირების გარეშე, რომელიც შესაძლოა მოთხოვნილ იქნას პოლიტიკის მატრიცის მიხედვით.