„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - პროექტის საინვესტიციო კომპონენტი)“

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - პროექტის საინვესტიციო კომპონენტი)“
დოკუმენტის ნომერი 1050
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 12/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016672
1050
28/10/2021
ვებგვერდი, 26/01/2022
480610000.03.030.016672
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - პროექტის საინვესტიციო კომპონენტი)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში  პროექტის საინვესტიციო კომპონენტი)“

სესხის ნომერი 4118-GEO

სასესხო შეთანხმება

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

(COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში ‒ პროექტის საინვესტიციო კომპონენტი)

საქართველოსა

და

აზიის განვითარების ბანკს შორის

დათარიღებული 28 ოქტომბრით, 2021

GEO 55195

სასესხო შეთანხმება

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

სასესხო შეთანხმება, დათარიღებული 28 ოქტომბრით, 2021, საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს (შემდგომში „ADB“) შორის, სადაც,

(ა) ADB-მ მსესხებლისგან მიიღო მთავრობის წერილი დათარიღებული 2021 წლის 11 აგვისტოთი (შემდგომ „მთავრობის წერილი“), რომელიც ადასტურებს მსესხებლის მზაობას განახორციელოს ვაქცინაციის განაწილების გეგმა (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემორე) და განსაზღვრავს მსესხებლის გარკვეულ ამოცანებს, პოლიტიკასა და ქმედებებს, მისი ტერიტორიაზე კორონავირუსის დაავადების (COVID-19) ვაქცინაზე წვდომის უზრუნველსაყოფად;

(ბ) მსესხებელმა ADB-ს მიმართა სესხის გამოყოფის თაობაზე, წინამდებარე სასესხო შეთანხმების დანართ 1-ში აღწერილი პროექტის მიზნებისათვის;

(გ) მსესხებელსა და აზიის განვითარების ბანკს შორის იმავე თარიღით გაფორმებული შეთანხმებით (ADB-ის სწრაფი რეაგირების კომპონენტის სასესხო შეთანხმება), ADB თანახმაა გასცეს 12 მილიონ, ორასი ათასი (€12,179,000) ოდენობის სესხი მსესხებელზე ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებისათვის, COVID-19 ვაქცინების შესყიდვისა და მიწოდების პროცესის დასაფინანსებლად; და

(დ) ADB თანახმაა მსესხებელზე გასცეს სესხი აზიის განვითარების ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან, წინამდებარე შეთანხმებაში მოცემული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

ამგვარად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი I

სასესხო ინსტრუქციები; განმარტებები

პუნქტი 1.01. ADB-ს 2017 წლის 1 იანვრით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციებისათვის განსაზღვრული სასესხო ინსტრუქციების („სასესხო ინსტრუქციები“) ყველა დებულება ვრცელდება წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე იგივე ძალითა და ეფექტით, როგორიც მას ექნებოდა წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენის შემთხვევაში, თუმცა ისინი ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ ცვლილებებს:

ა) პუნქტი 2.01 (განმარტებები) ქვეპუნქტი (xx) უნდა იქნეს ამოღებული და სრულად ჩანაცვლებული შემდეგი სახით:

(xx) „საორიენტაციო განაკვეთი“ ნიშნავს, (i) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ADB-მ სხვაგვარად მიიღო გადაწყვეტილება 3.02 (გ) პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერ სასესხო ვალუტას, ევრო, LIBOR-ის და ევრო, Euribor-ის გარდა; და (ii) თუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული 3.02 (გ) პუნქტის შესაბამისად, სხვა საორიენტაციო განაკვეთსა და სესხის ვალუტის ნებისმიერ კურსთა შორის განსხვავებას, როგორც ეს ADB-ის მიერ იქნა გონივრულად განსაზღვრული და დაუყოვნებლივ შეტყობინებული მსესხებლისა და გარანტორისთვის.

(ბ) 3.02 (ბ) ქვეპუნქტის შემდეგ უნდა მოხდეს ახალი ქვეპუნქტის 3.02 (გ) დამატება, შემდეგი სახით:

ქვეპუნქტი 3.02 (გ). თუ სესხის რაიმე თანხაზე პროცენტი გამოითვლება LIBOR ან Euribor-ის საფუძველზე, და ADB განსაზღვრავს, რომ (i) სამუდამოდ შეწყდა ამგვარი საორიენტაციო განაკვეთის შესაბამისი სასესხო ვალუტის ციტირება ან საჯაროდ განცხადება ან მარეგულირებელი ზედამხედველის მიერ გამოქვეყნება საორიენტაციო განაკვეთის ადმინისტრატორისთვის, მსგავსი საორიენტაციო განაკვეთის გამოქვეყნება აღარ არის წარმომადგენლობითი, ან (ii) ADB-ს აღარ შეუძლია გააგრძელოს ამგვარი საორიენტაციო განაკვეთის გამოყენება, ან იგი აღარ არის კომერციულად მისაღები ADB-სთვის, თავისი აქტივის მიზნებისთვის და ვალდებულებების მართვისათვის, ADB გამოიყენებს ისეთ სხვა საორიენტაციო განაკვეთს შესაბამისი სესხის ვალუტაზე, მათ შორის ნებისმიერი მოქმედი კურსთა შორისი განსხვავების ჩათვლით, როგორც ეს გონივრულად შეიძლება განისაზღვროს. ADB დაუყოვნებლივ შეატყობინებს მსესხებელს და გარანტორს ასეთი სხვა საორიენტაციო განაკვეთისა და ნებისმიერი კურსთა შორისი განსხვავებისა და სასესხო შეთანხმების დებულებებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მისი გამოყენებისათვის, რომელიც ძალაში შევა ასეთი შეტყობინების თარიღიდან.

პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ რამდენიმე ტერმინს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია სასესხო ინსტრუქციებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი წინამდებარე დოკუმენტში სხვაგვარად არის განმარტებული ან კონტექსტიდან სხვა რამ გამომდინარეობს. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

(ა) „ARMPA“ გულისხმობს მსესხებლის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს;

(ბ) „საკონსულტაციო მომსახურება“ ნიშნავს საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც ეს განმარტებულია შესყიდვების ინსტრუქციებში და განსაზღვრულია შესყიდვების გეგმაში და რომლის დაფინანსებაც მოხდება სესხის თანხიდან;

(გ) „დასაშვები ხარჯები“ გულისხმობს ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმებული ხარჯების კატეგორიას, რომელიც დაფინანსდება სესხის თანხებიდან, როგორ ეს განსაზღვრულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 დანართში და დეტალურად მოცემულია PAM-ში;

(დ) GAP გულისხმობს პროექტისთვის მომზადებულ გენდერის სამოქმედო გეგმას, და მასში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებებს;

(ე) „საქონელი“ ნიშნავს ხელსაწყო-დანადგარებსა და მასალებს, რომელიც განსაზღვრულია შესყიდვების გეგმაში და რომელთა დაფინანსება მოხდება სესხის თანხიდან, მათ შორის დასაშვებ ვაქცინებს და აღნიშნულთან დაკავშირებულ არა საკონსულტაციო მომსახურებებს, როგორიცაა ტრანსპორტირება და დაზღვევა;

(ვ) „სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს აზიის განვითარების ბანკის სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2017 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(ზ) „MoILHSA“ გულისხმობს მსესხებლის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

(თ) „არა საკონსულტაციო მომსახურება“ გულისხმობს არა საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც ეს აღწერილია შესყიდვების ინსტრუქციებში და განსაზღვრულია შესყიდვების გეგმაში და რომლის დაფინანსებაც მოხდება სესხის თანხიდან;

(ი) „PAM“ გულისხმობს პროექტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოს, რომელიც დათარიღებულია 2021 წლის 11 აგვისტოთი და შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის და რომელიც დროდადრო ექვემდებარება განახლებას, მსესხებლისა და ADB-ის ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად;

(კ) „შესყიდვის გეგმა“ გულისხმობს 2021 წლის 11 აგვისტოთი დათარიღებულ პროექტის შესყიდვის გეგმას და შეთანხმებულს მსესხებელსა და ADB-ის შორის, რომელიც დროდადრო ექვემდებარება განახლებას, შესყიდვების პოლიტიკის, ინსტრუქციებისა და ADB-სთან შეთანხმებული სხვა პირობების შესაბამისად;

(ლ) „შესყიდვების პოლიტიკა“ გულისხმობს ADB-ს შესყიდვების პოლიტიკას  საქონელი, არა საკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურება (2017 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(მ) „შესყიდვების ინსტრუქციები“ გულისხმობს ADB-ს შესყიდვების ინსტრუქციებს ADB-ის მსესხებლებისთვის ‒ საქონლის, არა საკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებებთან დაკავშირებით (2017 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(ნ) „პროექტის აღმასრულებელი სააგენტო“ სასესხო ინსტრუქციების მიზნების ფარგლებში, გულისხმობს MoILHSA-ს და მის მონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-სთვის და პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე;

(ო) „მომსახურება“ გულისხმობს საკონსულტაციო და არა საკონსულტაციო მომსახურებებს;

(პ) „SPS“ გულისხმობს ADB-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებს (2009 წლის ვერსია);

(ჟ) „ვაქცინაციის განაწილების გეგმა“ ნიშნავს ვაქცინების განლაგების ეროვნულ გეგმას, რომელიც მიღებულია მსესხებლის მიერ 2021 წლის 21 იანვარს და შესწორებულია 2021 წლის 8 აპრილს, თან ერთვის და დამტკიცებულია მთავრობის წერილში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად აღწერს მსესხებლის მიერ COVID-19 ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრიორიტეტიზაციას, საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისად და უზრუნველყოფს მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების გაუთვალისწინებლობის გამორიცხვას და განსაზღვრავს ეროვნულ პოლიტიკას ვაქცინების შერჩევის, შესყიდვის, გადანაწილების, განლაგების და ადმინისტრირების მიმართულებით, მსესხებლის ტერიტორიაზე.

მუხლი II

სესხი

პუნქტი 2.01. (ა) ADB თანახმაა ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გასცეს სესხი მსესხებელზე ხუთასი ათასი ევროს ოდენობით (€464,000), იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული თანხა შესაძლოა დროდადრო კონვერტირებულ იქნეს ვალუტის კურსის მიხედვით, წინამდებარე სასესხო შეთანხმების პუნქტი 2.06-ში მოცემული დებულებების შესაბამისად.

(ბ) სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა შეადგენს 7 წელს, ხოლო საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია ქვემოთ მოცემულ ქვეპუნქტში (გ);

(გ) ტერმინი „საშეღავათო პერიოდი“, რომელიც გამოყენებულია ამ პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში, გულისხმობს პერიოდს, სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე, ამორტიზაციის განრიგის შესაბამისად, რომელიც ფორმულირებულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების დანართში 2.

პუნქტი 2.02. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს პროცენტს ათვისებულ და დაუბრუნებელ სესხის თანხაზე დროდადრო თითოეულ საპროცენტო პერიოდში განაკვეთით, რომელიც ტოლია შემდეგ შესაკრებთა ჯამის:

(ა) ეურიბორი;

(ბ) 0.60%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო ინსტრუქციების პუნქტში 3.02, და გამოკლებული შეღავათის განაკვეთი 0.10%-ის ოდენობით, როგორც ეს სასესხო ინსტრუქციების 3.03 პუნქტშია განსაზღვრული;

(გ) სადაზღვევო შესატანი 0.20%, როგორც ეს გათვალისწინებულია სასესხო ინსტრუქციების 3.03 პუნქტში.

პუნქტი 2.03. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს ვალდებულების გადასახდელს 0.15%-ის ოდენობით. ასეთი საურავი უნდა დაირიცხოს სესხის მთლიან თანხაზე (გარდა დროდადრო ათვისებული თანხებისა), დაწყებული წინამდებარე სასესხო შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 60 დღის შემდეგ.

პუნქტი 2.04. სესხზე დარიცხული პროცენტი ან ნებისმიერი სხვა სახის საკომისიოები გადახდილი უნდა იყოს წელიწადში ორჯერ 15 თებერვალს და 15 აგვისტოს.

პუნქტი 2.05. სასესხო ანგარიშიდან გამოტანილი სესხის ძირითად თანხას მსესხებელი დაფარავს წინამდებარე შეთანხმების დანართში 2 მოცემული დებულებების შესაბამისად.

პუნქტი 2.06. (ა) მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობებში შემდეგი ცვლილების შეტანა, რათა ხელი შეუწყოს სესხის გონივრულ მართვას:

(i) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი ნაწილის სესხის ვალუტის შეცვლა დამტკიცებული ვალუტით;

(ii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით ან პირიქით შეცვლა; და

(iii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დადგენის გზით.

(ბ) წინამდებარე პუნქტის (ა) ქვეპუნქტის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ADB-ის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია“, როგორც ეს განმარტებულია სასესხო ინსტრუქციების 2.01 (ვ) პუნქტში და შევა ძალაში სასესხო ინსტრუქციების V მუხლის და კონვერსიის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

მუხლი III

სესხის თანხის გამოყენება

პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სასესხო თანხების მხოლოდ პროექტის დასაშვები ხარჯების დასაფარად გამოყენება, წინამდებარე სასესხო შეთანხმების შესაბამისად.

პუნქტი 3.02. სესხის თანხების გამოთხოვა და გამოყენება უნდა მოხდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმების დანართში 3 მოცემული პირობების შესაბამისად, რომელიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.

პუნქტი 3.03. თუკი სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული ADB-სთან, მსესხებელი უზრუნველყოფს ან ქმნის პირობებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დასაშვები ხარჯების დაფინანსება გახორციელდეს სასესხო თანხებიდან, წინამდებარე შეთანხმების დანართში 4 შესული დებულებების შესაბამისად.

პუნქტი 3.04. სასესხო ინსტრუქციების პუნქტით 9.02 განსაზღვრული პირობების მიზნებისათვის, სასესხო ანგარიშიდან სესხის მოხსნის ბოლო თარიღია 2023 წლის 31 ოქტომბერი, ან სხვა თარიღი, რომლის პერიოდულად შეთანხმება შესაძლებელია მსესხებელსა და ADB-ს შორის.

მუხლი IV

განსაკუთრებული დებულებები

პუნქტი 4.01. მსესხებელმა პროექტის განხორციელებისას და პროექტის ობიექტების ექსპლუატაციისას უნდა უზრუნველყოს სასესხო ხელშეკრულების მეოთხე დანართით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

პუნქტი 4.02. (ა) მსესხებელმა უნდა (i) აწარმოოს ცალკე ანგარიში და აღრიცხვა პროექტისათვის; (ii) პროექტისთვის მოამზადოს ყოველწლიური ფინანსური ანგარიში, აზიის განვითარების ბანკისათვის მისაღები ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად; (iii) უზრუნველყოს აღნიშნული ფინანსური ანგარიშების ყოველწლიური აუდიტი დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და კომპეტენცია მისაღები იქნება აზიის განვითარების ბანკისათვის, ADB-სთვის მისაღები აუდიტის სტანდარტების შესაბამისად; (iv) თითოეული ასეთი აუდიტის ფარგლებში, აუდიტორმა უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც მოიცავს აუდიტის დასკვნას (ებს) ფინანსური ანგარიშების და სასესხო თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით და მენეჯმენტის წერილს (რომელიც ასახავს პროექტის შიდა კონტროლის ხარვეზებს, რომლებიც გამოვლინდა აუდიტის მსვლელობისას, ასეთის არსებობის შემთხვევაში); და (v) ყოველი შესაბამისი ფისკალური წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 6 თვისა, ADB- ს მიაწოდოს, ასეთი აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ასლები, აუდიტის ანგარიში და მენეჯმენტის წერილი, თითოეული ინგლისურ ენაზე და ასევე სხვა ინფორმაცია აღნიშნულ დოკუმენტებთან და მათ აუდიტთან დაკავშირებით, როგორც ამას ADB დროდადრო გონივრულად მოითხოვს.

(ბ) ADB-მ საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა გაასაჯაროოს პროექტის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშები და მასთან დაკავშირებული აუდიტის დასკვნები, ADB-ს მიერ აღიშნული დოკუმენტების მიღების დადასტურებიდან 14 დღის ვადაში.

(გ) მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB-ს. ამ უკანასკნელის მოთხოვნისამებრ, განიხილოს პროექტის ფინანსური ანგარიშგება და მსესხებლის ფინანსური საქმიანობა, რომლებიც დაკავშირებულია პროექტთან, იმ აუდიტორებთან, რომელთა დანიშვნაც მოხდა (ა)(iii) ქვეპუნქტის შესაბამისად, და უნდა მისცეს უფლებამოსილება და მოითხოვოს ნებისმიერი ამგვარი აუდიტორის წარმომადგენლისგან მონაწილეობა მიიღოს ADB-ის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერ მსგავს დისკუსიაში. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი დისკუსიები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მსესხებლის უფლებამოსილი ოფიცრის თანდასწრებით, თუ მსესხებელთან არ მოხდება სხვაგვარად შეთანხმება.

პუნქტი 4.03. მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს განახორციელოს პროექტის, საქონლისა და სერვისების და ასევე მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩანაწერისა და დოკუმენტაციის შესწავლა.

მუხლი V

ძალაში შესვლა

პუნქტი 5.01. ქვემოთ განსაზღვრულია სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლის დამატებითი პირობა, სასესხო ინსტრუქციების 10.01 (ვ) პუნქტის მიზნობრიობიდან გამომდინარე: ADB-ის სწრაფი რეაგირების კომპონენტის სასესხო შეთანხმება უნდა იქნეს სათანადოდ აღსრულებული და მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო ყველა პირობა სრულად შესრულებული (გარდა იმ პირობისა, რომელიც გულისხმობს სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლას).

პუნქტი 5.02 სასესხო ინსტრუქციების 10.04 პუნქტის მიზნობრიობიდან გამომდინარე, წინამდებარე სასესხო შეთანხმება ძალაში შესულად ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 90 დღის შემდეგ.

მუხლი VI

სხვადასხვა პირობები

პუნქტი 6.01. მსესხებელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი მიიჩნევა მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო ინსტრუქციების 12.02 პუნქტში განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე.

პუნქტი 6.02. ქვემოთ მოყვანილი მისამართები განსაზღვრულია სასესხო ინსტრუქციების 12.01 პუნქტში განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე:

მსესხებლისათვის

ფინანსთა სამინისტრო

გორგასლის ქუჩა No16, 0114

თბილისი, საქართველო

ფაქსი:

(99532) 2262 423

ADB-სთვის

აზიის განვითარების ბანკი

6 აზიის განვითარების ბანკის გამზირი

მანდალუონგი

1550 მეტრო მანილა

ფილიპინები

ფაქსი:

(632) 8636-2444

(632) 8636-2301

რის დასტურადაც, მხარეები მოქმედებენ რა თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას ზემოხსენებულ თარიღში და უზრუნველყოფენ მის ADB-ის ძირითადი ოფისისთვის მიწოდებას.

 

საქართველოს სახელით

.ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი

აზიის განვითარების ბანკის სახელით

შეინ ჯი. როზენტალი

შეინ ჯი.როზენტალი

ქვეყნის დირექტორი

საქართველოს ადგილობრივი მისია

 

დანართი 1

პროექტის აღწერილობა

1. პროექტის მიზანია: სამიზნე მოსახლეობის ვაქცინაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. პროექტის დეტალური აღწერილობა მოცემულია მთავრობის წერილში.

2. პროექტი გულისხმობს:

პროექტების აღმასრულებელი სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას, რათა ამ უკანასკნელმა ეფექტურად მართოს COVID-19 ვაქცინების შესყიდვა და მიწოდება და ვაქცინაციის პროგრამის მართვის მონიტორინგისა და შეფასების შემუშავება და განხორციელება, ფინანსური მენეჯმენტი, გარემოს დაცვა (მათ შორის სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი) და გენდერთან დაკავშირებული საქმიანობა. მხარდაჭერის ფორმები მოიცავს პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს პროექტის განმახორციელებელი ერთეულის პერსონალითა და ექსპერტებით უზრუნველყოფა და ტრენინგი.

3. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 30 აპრილი.

 

დანართი 2

ამორტიზაციის გრაფიკი

1. ქვევით მოცემულ ცხრილში განსაზღვრულია სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღები და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტი, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის (სესხზე შენატანი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად უნდა იქნეს ათვისებული სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის, სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც მსესხებლის მიერ უნდა დაიფაროს სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის განისაზღვრება ADB-ს მიერ, გამრავლდება რა: (ა) სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისათვის მთლიანად ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი თანხა (ბ) სესხზე შენატანზე, ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის; აუცილებლობის შემთხვევაში, ეს გადასახდელი თანხა შესაძლებელია ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ დანართის პუნქტში 4 შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.

გადახდის თარიღი                                                         სესხზე შენატანი

                                                                                         (პროცენტებში %)

15 თებერვალი, 2037                                             6.500000

15 აგვისტო, 2037                                                   6.500000

15 თებერვალი, 2038                                              6.500000

15 აგვისტო, 2038                                                   6.500000

15 თებერვალი, 2039                                              6.500000

15 აგვისტო, 2039                                                   6.500000

15 თებერვალი, 2040                                              6.500000

15 აგვისტო, 2040                                                   6.500000

15 თებერვალი, 2041                                              7.000000

15 აგვისტო, 2041                                                    7.000000

15 თებერვალი, 2042                                               7.000000

15 აგვისტო, 2042                                                     7.000000

15 თებერვა,ლი 2043                                                10.000000

15 აგვისტო, 2043                                                     10.000000

ჯამი                                                                          100.000000

2. იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად არ არის გამოთხოვილი და ათვისებული ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის გადასახდელი თანხა დგინდება შემდეგნაირად:

(ა) იმ შემთხევაში, თუ სესხის თანხების ნაწილი გამოთხოვილია ძირითადი თანხის დაფარვის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს გამოთხოვილი და შესაბამისი თარიღისთვის გადაუხდელი თანხა ამ დანართის პირველი პარაგრაფის შესაბამისად;

(ბ) ნებისმიერი თანხა, რომლის გამოთხოვაც მოხდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღის შემდეგ, უნდა იქნეს გადახდილი ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული გამოთხოვის შემდეგ, იმ ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სესხზე თავდაპირველი შენატანი, რომელიც განსაზღვრულია პირველ პარაგრაფში

 

დანართი 2

მოცემულ ცხრილში, ძირითადი თანხის შესაბამისი გადახდის თარიღისთვის (სესხზე თავდაპირველი შენატანი), ხოლო მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი შენატანების ჯამი, და ამგვარად დაანგარიშებული თანხა შეიძლება ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ დანართის პუნქტში 4 შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.

3. გამოთხოვა, რომელიც გახორციელდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში, ძირითადი თანხის ნებისმიერი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის დაფარვისათვის გადასახადი თანხის გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და გადაუხდელი, გამოთხოვის თარიღიდან ძირითადი თანხის დაფარვის შემდგომი თარიღისათვის და იქნება გადასახდელი ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღში, დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი ძირითადი თანხის შემდგომი გადახდის თარიღიდან.

4. მიუხედავად ამ დანართის პირველ და მეორე პარაგრაფებში შესული დებულებებისა, ათვისებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან მისი ნებისმიერი ნაწილის დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებისას, დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებული თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით რომელიმე გადახდის თარიღში, რომელიც დადგება კონვერტირების პერიოდის განმავლობაში, იქნება განსაზღვრული ADB-ის მიერ კონვერტაციამდე თავის ვალუტაში დენომინირებული აღნიშნული თანხის გამრავლებით ერთ-ერთზე მომდევნო ორიდან: (a) გაცვლით კურსზე, რომელიც ასახავს ძირითად თანხას აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც ხდება ADB-ს მიერ ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტირებასთან ან (b) იმ შემთხვევაში, თუ ADB ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად, გამოცხადებულ გაცვლით კურსზე.

5. თუ სესხის ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხა დროდადრო იქნება დენომინირებული ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, ამ დანართში მოცემული დებულებები ცალ-ცალკე გამოიყენება სესხის ყოველ ვალუტაში განსაზღვრული თანხის მიმართ, ისე რომ მიღებული იქნება ცალკე ამორტიზაციის განრიგი ყოველი ასეთი თანხისთვის.

 

დანართი 3

სასესხო თანხების გამოთხოვა და მიღება

ზოგადი დებულება

1. წინამდებარე დანართზე თანდართულ ცხრილში განსაზღვრულია იმ დასაშვები ხარჯების კატეგორიები, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სესხის თანხებიდან, აგრეთვე თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხების ოდენობა („ცხრილი“). („კატეგორია“ ამ დანართში აღნიშნავს ცხრილში მოცემულ „კატეგორიას“).

სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის საფუძველი

2. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის თანხების გამოყოფა მოხდება დასაშვები ხარჯებისთვის, ხოლო მათი ჩამორიცხვა მოხდება ცხრილში ჩამოთვლილი ხარჯების კატეგორიების პროცენტული მაჩვენებლების საფუძველზე.

პროცენტი და ვალდებულების გადასახდელები

3. „პროცენტის და ვალდებულების გადასახდელების“ ნაწილში გამოყოფილი თანხა განკუთვნილია სესხის პროცენტისა და ვალდებულების გადასახდელის დასაფინანსებლად პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში. ADB-ს შეეძლება სასესხო ანგარიშიდან გაიტანოს და მსესხებლის სახელით, თავის სასარგებლოდ გადაიხადოს თანხა, სესხის პროცენტისა და ვალდებულების გადასახადთან დაკავშირებული დანახარჯების დასაფარად მაშინ, როცა დაფარვის დრო დადგება.

რეალოკაცია

4. მიუხედავად ცხრილში მოცემული სესხის თანხების გამოყოფისა და თანხების პროცენტული განაწილებისა,

(ა) თუ ნებისმიერი კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული დანახარჯის დასაფინანსებლად, ADB-ის მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, შეუძლია (i) ამ კატეგორიის სავარაუდო დეფიციტის შესავსებად ხელახლა გადაანაწილოს ასეთ კატეგორიაზე თანხა, კერძოდ, სესხის ის თანხები, რომლებიც სხვა კატეგორიისათვის იყო გათვალისწინებული, და ამავდროულად, ADB-ის მოსაზრებით, არ არის საჭირო სხვა დანახარჯების დასაფინანსებლად; (ii) თუ ასეთი გადანაწილებით ვერ მოხერხდება სავარაუდო დეფიციტის სრულად შევსება, ADB-ის შეუძლია შეამციროს ამ ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის პროცენტული მაჩვენებელი, რათა ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის შემდგომში გატანა გაგრძელდეს, სანამ დეფიციტი არ შეივსება; და

(ბ) თუ რომელიმე კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა აღემატება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული ხარჯების ოდენობას, ADB-ს შეუძლია, მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ასეთი ზედმეტი თანხა სხვა კატეგორიებზე გადაანაწილოს.

 

დანართი 3

ჩამორიცხვის პროცედურები

5. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სასესხო ანგარიშიდან სესხის თანხების ჩამორიცხვა განხორციელდება სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელოში მოცემული დებულებების შესაბამისად.

რეტროაქტიული დაფინანსება

6. სესხის ანგარიშიდან თანხის ჩამორიცხვა შესაძლებელია პროექტის ფარგლებში მისი ძალაში შესვლის თარიღამდე განხორციელებული დასაშვები ხარჯებისათვის, იმ საგნებისთვის, რომლებიც შესაძლოა დაფინანსდეს რეტროაქტიულად, სესხის თანხის 30%-ის ეკვივალენტის ოდენობით; იმ პირობით, რომ ხარჯები გაწეული იქნა COVID-19-ის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 12 თვისა ამ სასესხო შეთანხმების თარიღამდე.

 

დანართი

ცხრილი

სასესხო თანხების გამოთხოვა და ჩამორიცხვა

ნომერი

დასახელება

 

ADB-ის მიერ დაფინანსებისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა

(ევროში)

 

 

 

 

სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის საფუძველი

კატეგორია

 

1

საკონსულტაციო სერვისები

 

387,000

მთლიანი მოთხოვნილი ხარჯის 100% *

 

2

პროცენტი და ვალდებულების საკომისიო

 

7,000

 

მისაღები თანხის 100%

3

გაუნაწილებელი

70,000

 
 

ჯამი

464,000

 

* თავისუფლდება მსესხებლის ტერიტორიაზე გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან

 

 

დანართი 4

პროექტის გახორციელება; ფინანსური საკითხები

განხორციელება

1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ უზრუნველყოს პროექტის განხორციელება PAM-ში განსაზღვრული დეტალური ღონისძიებების შესაბამისად. PAM-ში რაიმე სახის შემდგომი ცვლილება ძალაში შევა მხოლოდ მსესხებლისა და ADB-ის მიერ დამტკიცების შემდეგ. PAM-სა და სასესხო შეთანხმებას შორის რაიმე სახის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სასესხო შეთანხმებაში შესულ დებულებებს.

შესყიდვა

2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ უზრუნველყოს:

(ა) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება შესყიდვის პოლიტიკისა და შესყიდვის ინსტრუქციების შესაბამისად, თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული ADB-სთან; და

(ბ) საქონელი და მომსახურება შესყიდული უნდა იქნეს შესყიდვების გეგმაში დეტალურად ჩამოყალიბებული შეთანხმებების, მათ შორის შესყიდვებისა და შერჩევის მეთოდების, სატენდერო დოკუმენტაციის ტიპისას და ADB-ის შეფასების მოთხოვნების შესაბამისად. მსესხებელს შეუძლია შეცვალოს შესყიდვების გეგმით განსაზღვრული დეტალური შეთანხმება მხოლოდ ADB-სთან წინასწარი შეთანხმებით და ასეთი ცვლილებები შეტანილი უნდა იქნეს შესყიდვების გეგმაში; და

(გ) საქონელი და სერვისები შეიძლება ასევე შესყიდულ იქნეს პროექტის ფარგლებში ADB-ის არა-წევრი ქვეყნებისგან; და

(დ) (i) ყველა შესყიდული საქონელი და მიღებული მომსახურება (მათ შორის, ყველა კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და სისტემები, შესყიდული როგორც ცალკეულად ან სხვა საქონელთან და მომსახურებასთან ერთად) არ არღვევს ან ზღუდავს სამრეწველო საკუთრების ან ინტელექტუალური საკუთრების რაიმე უფლებას ან მესამე მხარის მოთხოვნას; და (ii) საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებით გაფორმებული თითოეული კონტრაქტი მოიცავს შესაბამის წარმომადგენლობას, გარანტიებს და, საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტისა და მომსახურების პროვაიდერის მხრიდან შესაძლო ზარალის ანაზღაურებას, ამ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.

გარანტიები

3. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ უზრუნველყოს რომ პროექტმა არ იქონიოს ზემოქმედება გარემოზე, ადგილობრივ ხალხზე ან არანებაყოფლობით განსახლებაზე, SPS-ის განმარტების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იქონიებს მსგავს ზემოქმედებას, მსესხებელმა უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს პროექტის შესაბამისობა მსესხებლის ქვეყანაში მოქმედ ყველა შესაბამის კანონმდებლობასა და რეგულაციებთან და ასევე SPS-თან.

 

დანართი 4

აკრძალული ინვესტირების სფეროთა ჩამონათვალი

4. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ უზრუნველყოს რომ სესხის თანხები არ იქნეს გამოყენებული იმ საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც შეტანილია აკრძალული ინვესტირების სფეროთა ჩამონათვალში, რომელიც მოცემულია SPS-ის მე-5 დანართში.

ფინანსური მართვა

5. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის შემსრულებელმა სააგენტომ უზრუნველყოს ფინანსური მენეჯმენტის სამოქმედო გეგმის შესრულება, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ დროში განსაზღვრულ ქმედებებს, როგორც ეს შეჯამებულია PAM-ში, მისი პირობების შესაბამისად.

გენდერული საკითხები და განვითარება

6. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ უზრუნველყოს (ა) GAP-ის იმპლემენტაცია, მისი პირობების შესაბამისად; (ბ) სატენდერო დოკუმენტებსა და კონტრაქტებში შესაბამისი დებულებების დამატება, რომელიც გულისხმობს GAP-ით განსაზღვრული პირობების შესრულებას; (გ) GAP-ის განხორციელებისათვის გამოყოს სათანადო რესურსები და (დ) მოახდინოს GAP-ის ძირითადი ამოცანებისა და შედეგების შესრულების ეფექტურობის რეგულარული მონიტორინგი და ანგარიშგება ADB-ის წინაშე.

პარტნიორთა მხარდაჭერა

7. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის აღმასრულებელ და შემსრულებელ სააგენტოს გააჩნდეს საკმარისი თანხები საქონლისა და/ან მომსახურების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

მმართველობა და ღონისძიებები კორუფციის წინააღმდეგ

8. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ უნდა (ა) იმოქმედონ ADB-ს ანტიკორუფციულ პოლიტიკის (1998 წლის ვერსია, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) შესაბამისად, გააცნობიერონ რომ ADB-ს აქვს უფლება საკუთარი ძალებით ან აგენტების საშუალებით გამოიკვლიოს პროექტთან დაკავშირებული კორუფციის, თაღლითობის, ფარული მოლაპარაკებისა ან ძალადობის ნებისმიერი ფაქტი; და (ბ) ითანამშრომლონ ასეთი სახის ნებისმიერ გამოძიებასთან და გაუწიონ მას ყველანაირი საჭირო დახმარება გამოძიების წარმატებით დასრულების მიზნით.

9. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა სატენდერო დოკუმენტაციასა და ხელშეკრულებაში შეტანილი იყოს ADB-სთვის მისაღები ანტიკორუფციული დებულებები, მათ შორის დებულებები, რომლებშიც აღწერილია ADB-ს უფლება პროექტის განმახორციელებელი და შემსრულებელი სააგენტოების, ყველა კონტრაქტორის, მომწოდებლისა და კონსულტანტის, მიმწოდებლების, კონსულტანტების, ასევე სხვა მომსახურების პროვაიდერების პროექტთან დაკავშირებული საბუთებისა და ანგარიშების აუდიტირებისა და შემოწმების შესახებ. ფირმებს ან პირებს, რომლებიც აკრძალულნი ან დროებით შეჩერებულნი არიან ADB-ის მიერ, არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ADB-ის მიერ დაფინანსებულ, ადმინისტრირებულ ან მხარდაჭერილ აქტივობებში.