დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/2022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 21/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016606 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი: ბ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ბ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილება; ბ.გ) საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება.”; ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: ვ1) საარჩევნო პროცესების პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი;”. 2. მე-13 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი“; ბ) 29-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291-294 პუნქტები: „291. განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგიას; 292. საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის აღსრულების მიზნით შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას; 293. შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი პოზიციონირებისთვის; 294. ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას, შედეგების ანალიზს და განსაზღვრავს რეაგირების გზებს;“. 3. 181 მუხლის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „28. აწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ცესკოს ვებგვერდზე განსათავსებლად;“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები