„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 18/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016027
27
18/01/2022
ვებგვერდი, 21/01/2022
010210060.74.086.016027
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №27

2022 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 5-ით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების (დანართი 1)“ 74 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე–11 პუნქტები:

„3. სასამართლოს მომხმარებელთათვის ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდების მიზნით სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შემადგენლობაში იქმნება საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი (შემდგომში – საინფორმაციო ცენტრი). საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ნომერია 1545.

4. სასამართლოს მომხმარებელთა ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს:

ა)  სასამართლო საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, სარჩელის რეგისტრაციის თარიღის, საქმის ელექტრონული ნომრის, დავის საგნის, მხარისათვის უწყების ჩაბარების თარიღის, საქმის განმხილველი მოსამართლის, სხდომის თარიღისა და სხდომის დარბაზის შესახებ  ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) სასამართლო საქმის რეგისტრაციის სისტემაში რეგისტრაციის წესის, რეგისტრაციის საფასურისა და ტარიფების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

გ) სასამართლო ფორმების, მათ შორის, ბავშვზე მორგებული სასამართლო ფორმების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და საერთო სასამართლოების ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

დ) სასამართლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში ჩატარებისა და მოწმეთა დისტანციურად დაკითხვის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ე)  საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშისა და სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის მიზნით სახაზინო კოდის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) სასამართლო გადაწყვეტილების გაცემის ფორმის, სასამართლო გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ზ) საერთო სასამართლოებსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტში საქმის შენახვის ვადების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

თ) მოსამართლის ქმედებაში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზნით დისციპლინური საჩივრის ფორმის, დისციპლინური სამართალწარმოების ვადების, დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევაზე პასუხისმგებელი სუბიექტისა და დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი სუბიექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ი) საერთო სასამართლოების, საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკონტაქტო ინფორმაციის, ელექტრონული ფოსტის, მისამართისა და სამუშაო საათების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

კ) საერთო სასამართლოების სისტემაში გამოცხადებული სტაჟირებისა და კონკურსების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში საერთო სასამართლოების სისტემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მიწოდებას.

5. საინფორმაციო ცენტრი არ ახდენს სამართლებრივი ხასიათის შეკითხვებზე კონსულტაციის გაწევას.

6. მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, მათზე რეაგირების მიზნით შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტისგან ინფორმაციის მიღებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას.

7. სასამართლოს მომხმარებელთათვის ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები ინფორმაციის მიწოდების მიზნით საინფორმაციო ცენტრი იყენებს სასამართლოს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამას, ნორმატიულ და შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას.

8. საინფორმაციო ცენტრი მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით სასამართლო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ცალკეული ინფორმაციის გაცემის პროცესში მომხმარებლის იდენტიფიცირება ხორციელდება საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისა და დადასტურების გზით.

9. საინფორმაციო ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) საინფორმაციო ცენტრის მოხელეების მიერ სასამართლოს მომხმარებლებთან კომუნიკაციის სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრის მოხელეთათვის სამუშაო ინსტრუქციების და მითითებების შემუშავებას;

გ) სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის გამოთხოვას, ამ მიზნით შესაბამის ორგანოებთან კომუნიკაციის წარმოებას და მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;

დ) შემოსული ზარების მონიტორინგს, შინაარსობრივ ანალიზს, ზარების კატეგორიზაციას შინაარსობრივი მახასიათებლების მიხედვით;

ე) საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, სტატისტიკის წარმოებას და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო პროცესის ანალიზს და მისი გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას, პროექტების ინიცირებას, დაგეგმვას და განხორციელებას;

ზ) საინფორმაციო ცენტრის მოხელეთა პროფესიული გადამზადების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;

თ) საინფორმაციო ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის მართვას;

ი) ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საუკეთესო პრაქტიკის მოძიებას და შესწავლას, სერვისების გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების შექმნის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას.

10. საინფორმაციო ცენტრის ფუნქციების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ინახება სამი თვის ვადით.

11. საინფორმაციო ცენტრს შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური ვებგვერდი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთო სასამართლოები უზრუნველყოფენ საინფორმაციო ცენტრის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას მოქალაქეთა მომსახურების ადგილებსა და ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით.“.

მუხლი 2.    
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი