„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.165.016422
1
20/01/2022
ვებგვერდი, 21/01/2022
270070000.35.165.016422
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2022 წლის 20 იანვარი

ქ. საგარეჯო

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2014, 270070000.35.165.016148) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

დანართი №2

საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

საკრებულოს წევრი

ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისთვის;

ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის;

საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის.

1.

საკრებულოს წევრი

700

“.         

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი