დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-რს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 20/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016021 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს დახურულ პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე პრეზიდიუმის, კომიტეტისა და დროებითი კომისიის დახურულ სხდომებში მონაწილეობა დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“. 2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის უფლებამოსილების აღდგენა თუ უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია დაადგენს, რომ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდა ან შეუწყდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ან უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია დაადგენს ისეთი გარემოების არსებობას, რომელიც გახდა უმაღლესი საბჭოს იმ სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, რომლითაც უფლებამოსილება შეუჩერდა ან შეუწყდა უმაღლესი საბჭოს წევრს, მას უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება.“. |
| მუხლი 2 |
ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 1995 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
| მუხლი 3 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
20 იანვარი 2022 წ. ქ. თბილისი N02-რს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები