დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/01/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.023229 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2021, 010240030.10.003.022663) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.“. 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულებაზე ზრუნვა; ბ) უმაღლესი განათლების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება; გ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; დ) სისტემის სრულყოფის მიზნით, უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება; ე) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა; ვ) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება; ზ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება; თ) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება; ი) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება, სამინისტროს კომპეტენტურ სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა; კ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი, ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით; ლ) საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; მ) უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; გ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) მეცნიერების ეროვნული პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულებაზე ზრუნვა; ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებაში სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; გ) მეცნიერების ხარისხის განვითარებაზე ზრუნვა და გამორჩეული ხარისხის კვლევების მხარდაჭერა; დ) პრიორიტეტებზე, ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა; ე) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია; ვ) მეცნიერების, როგორც დარგის მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა; ზ) უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციური მხარდაჭერა; თ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვა; ი) მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება; კ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ; ლ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით; მ) მეცნიერების პოპულარიზაცია; ნ) ბიზნესსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; მაღალტექნოლოგიური, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების ხელშეწყობა; ო) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა; პ) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა; ჟ) სსიპ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა (ცენტრების) და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის ხელშეწყობა; რ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა; ს) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის, კვლევისა და განვითარების მხარდამჭერი პროგრამების ხელშეწყობა, აგრეთვე ქართულის, როგორც მეორე და უცხო ენის სწავლებისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება, დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირი და, შემსწავლელთა ინტერესების შესაბამისად, პროგრამების ახალი სასწავლო მასალებით შევსება; ტ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება; უ) მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები