დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს მიმღები ოჯახის შექმნის უფლება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 16/04/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.005.239 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/04/2002 - 26/02/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.239
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
2002 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
იმ დაავადებათა სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს – მიმღები ოჯახის შექმნის უფლება
,,შვილად აყვანის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 14-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს იმ დაავადებათა სია, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს – მიმღები ოჯახის შექმნის უფლება (დანართი).
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.
ა. გამყრელიძე
დანართი
იმ დაავადებათა სია, რომელთა არსებობის შემთხვევაში მშვილებელს არა აქვს ბავშვის შვილად აყვანის, ხოლო აღმზრდელებს – მიმღები ოჯახის შექმნის უფლება:
1. ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის;
2. შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;
3. ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც იწვევს მოძრაობისა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;
4. ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;
5. ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;
6. ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე;
7. ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;
8. ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია I და II ჯგუფის ინვალიდობა მყარი შრომისუუნარობით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები