დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016424 |
|
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება, „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/01/2018წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 700 (შვიდასი) ლარამდე თანხის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი, 20 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 100000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მშობლის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს 1000 (ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. სტუდენტმა ან მისმა მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ; გ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი მშობელია მშობლის პირადობის მოწმობის ასლიც; დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ, ცნობა იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ, ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი); ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები