,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 27/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
62
24/03/2009
სსმ, 38, 27/03/2009
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №62

2009 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2009 წ., №11, მუხლი 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;“.

2. დებულების მე-9 მუხლის ,,ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება; სამინისტროს განთავსების ადგილის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა; სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ატესტაციების ორგანიზება და ატესტაციის შედეგების ასახვა პირად საქმეებში; სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა კოორდინაცია;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური