„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016461
2
17/01/2022
ვებგვერდი, 18/01/2022
010250000.35.114.016461
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2022 წლის 17 იანვარი

დაბა ჩოხატაური

 

 

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში“ (www.matsne.gov.ge; 06/02/2017,  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010250000.35.114.016327). შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

2.დადგენილების დანართის მე-3 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ა1 ქვეპუნქტი:

1) აპარატის უფროსის მოადგილე.

3. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-41 მუხლი:

მუხლი 41

1. ზედამხედველობს აპარატის სტრუქტურული ერთეულის, აპარატის საჯარო მოხელეთა  სამუშაო  გეგმების შესრულებას და სამარათლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის წარმოების პროცესს.

2. აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;

3. აპარატის უფროსის დავალებით კოორდინაციას უწევს სხდომების ორგანანიზებასა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

4. ასრულებს საკრებულოს თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;

5. აპარატის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია საკრებულოს აპარატის უფროსის წინაშე;

6. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის  უფროსის მოადგილე.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა