„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.152.016443
2
17/01/2022
ვებგვერდი, 18/01/2022
010250040.35.152.016443
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2022 წლის 17 იანვარი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქრთველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №15 დადგენილებაში (matsne.gov.ge 07/12/2021, ს/კ 010250040.35.152.016427), კერძოდ:

ა)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით უნაზღაურდება საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, საკრებულოს მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან (ამომრჩევლებთან) შეხვედრებთან დაკავშირებული ხარჯები,  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15% - თვეში  675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი