„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.148.016688
3
14/01/2022
ვებგვერდი, 18/01/2022
010260000.35.148.016688
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2022 წლის 14 იანვარი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 16/11/2017, 010260000.35.148.016386) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განსაზღვრავს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის წესდებაში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე