„გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 16/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016687
2
14/01/2022
ვებგვერდი, 18/01/2022
010250050.35.148.016687
„გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2022 წლის 14 იანვარი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ მე-13 მუხლის 11 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 18/01/2018; 010250050.35.148.016447) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს შემადგენლობაში შედის საკრებულოს თავმჯდომარე და ნებაყოფლობით შედიან: საკრებულოს წევრები, მერის წარდგინებით საჯარო მოსამსახურეები, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ არჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების არაუმეტეს 3  წარმომადგენელი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე