დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა)უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016518 |
23
14/01/2022
ვებგვერდი, 14/01/2022
010250050.35.166.016518
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა)უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №17 დადგენილებით (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 12/02/2018, 010250050.35.166.016384) დამტკიცებული დანართის მე მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრების; დადგენილების პროექტის ინიცირების; საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებით სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღების; ამომრჩეველთან შეხვედრისა და მიღების, მათი წერილებისა და წინადადებების განხილვის, განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი განისაზღვროს თვეში 800 (რვა ასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები