დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016147 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის №2 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 22/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016128) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 24. პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის სოფლის განვითარების განყოფილების უფროსი, მეორე რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების მიმართულებით აგრონომიის/მეცხოველეობის/ვეტერინარიის/სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობით ან აგროინჟინერიის სპეციალობით, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ეკონომიკის სპეციალობით ან ბიზნესის, ადმინისტრირების მიმართულებით საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან მენეჯმენტის სპეციალობით; ბ) აგრონომიის/მეცხოველეობის/ვეტერინარიის/სასურსათო ტექნოლოგიის, აგროინჟინერიის, ეკონომიკის, საბურალტრო აღრიცხვისა ან ფინანსების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა; დ) უცხო ენა: ინგლისური და/ან რუსული (სასურველია). 2. საკონკურსო თემატიკა: ა) აგრონომია: აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობა; აგროტექნოლოგია აგრობიოტექნოლოგია; მცენარეთა სელექცია-გენეტიკა; მცენარეთა დაცვა; აგროეკოლოგია; მებაღეობა; მებოსტნეობა; მევენახეობა; მეჩაიეობა; მეხილეობა (მათ შორის: სუბტროპიკული კულტურები, კურკოვანი კულტურები/თესლოვანი კულტურები/კაკლოვანი კულტურები); სანერგე და სასათბურე მეურნეობა და მისი მართვა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები. მეცხოველეობა/ვეტერინარია: მეცხოველეობის დარგები – მესაქონლეობა; მეფუტკრეობა; მეთევზეობა; მეცხოველეობის დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები; ზოოტექნიკა; სანაშენე საქმიანობა; ჯიშთგანახლება; ხელოვნური განაყოფიერება; ინკუბაცია; მეცხოველეობის პროდუქტები და ნედლეული; კვება მეცხოველეობაში; მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება. სასურსათო ტექნოლოგია: კვების პროდუქტების გადამუშავება; ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება; თევზგადამუშავება; რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავება; ხორცპროდუქტების გადამუშავება; მცენარეების გადამუშავება; სასმელების ტექნოლოგია (ალკოჰოლიანი, უალკოჰოლო); სურსათის უვნებლობა; სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის გადამუშავების ტექნოლოგია; სასურსათო უსაფრთხოება და რისკების ანალიზი. აგროინჟინერია: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მექანიზებული ტექნოლოგიები და მანქანა-იარაღების გამოყენების პირობები; მეცხოველეობის მექანიზაციის ტექნოლოგიური პროცესები; ნიადაგის ძირითადი და ზედაპირული დამუშავების, ორგანული და მინერალური სასუქის შემტანი, სათესი, სარგავი და მცენარეთა მავნებლებისაგან და დაავადებისაგან დაცვის მანქანების კონსტრუქციები და მათი მუშაობის თანამედროვე რესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიები, მანქანა-იარაღების ექსპლუატაციის მეთოდები; სამელიორაციო მანქანების კონსტრუქციები, მათი გამოყენების პირობები; მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენების თავისებურებები, მათი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შეფასების მეთოდები; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციის პირობებში უსაფრთხოების, შრომისა და გარემოს დაცვის საკითხები. ეკონომიკა: ეკონომიკური პოლიტიკა; მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა; საერთაშორისო ეკონომიკა. ბიზნესი, ადმინისტრირება: კორპორაციული ფინანსები და მართვა; პროექტების ფინანსური მენეჯმენტი; საერთაშორისო ფინანსები; ფინანსური ანალიზი და პროგნოზირება; ინოვაციების მენეჯმენტი; მენეჯერული აღრიცხვა და კონტროლი; აგრორისკების მენეჯმენტი; ბ) მოხელეს/კანდიდატს დამატებით მოეთხოვება შემდეგი საკითხების ცოდნა და უნარები: ფერმერთა ჯგუფებთან მუშაობა; ფერმერთა „საჭიროებების დოკუმენტაციის“ შემუშავება; კონკრეტული ტერიტორიული ერთეულების ჭრილში ფერმერული მეურნეობებისა და ფერმერების განვითარების პერსპექტივები; რეკომენდაციის შემუშავება; SWOT ანალიზი; რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფლობა (არსებული მდგომარეობა, გამოწვევები; პრიორიტეტები; შესაძლებლობები). გ) სამართლებრივი აქტები: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.დ) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.ე) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება".". ბ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 34. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ეკონომიკის სპეციალობით ან ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების, მენეჯმენტის ან სამართალის სპეციალობით; ბ) ეკონომიკის, საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების, სამართლის ან აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა; დ) უცხო ენა: ინგლისური და/ან რუსული (სასურველია). 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება; ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; კ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება; ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.“; გ) 39-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება (I,V თავები); ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება".". დ) მე-40 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ),,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება (I,V თავები); ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები