„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის N2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის N2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016704
2-31
21/01/2022
ვებგვერდი, 21/01/2022
040030000.22.023.016704
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის N2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-31

2022 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/06/2021, 040030000.22.023.016675) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით ტყის ტერიტორიაზე ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 51-ე, 51​2, 51​5, 53-ე, 53​2, 63-ე, 64-ე და 65-ე მუხლებით, 66-ე მუხლით (გარდა 66-ე მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობებისა), 66​1, 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე, 72​1, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე, 84-ე, 84​1 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5-მე-8, მე-12-მე-15 ნაწილებით, 1282 და 1286 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენასა და შემდგომი რეაგირების  მიზნით, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნას;“;

ბ) „ხ1“ ქვეპუნქტი:

„ხ1) დადგენილი წესით სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში/შენობებთან (მათ შორის, საქმიან ეზოებში) სპეციალური დაცული ავტოსადგომების მოწყობას;“.

2. მე-4 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს, მათ შორის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ადგილზე განხილვისა და სამართალდამრღვევისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე შეფარდებისა, და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებებს;“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) განსაზღვრავს სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში/შენობებთან (მათ შორის, საქმიან ეზოებში) მოწყობილი სპეციალური დაცული ავტოსადგომებით სარგებლობის პირობებსა და მასთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფებს;“.

3. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში/შენობებთან (მათ შორის, საქმიან ეზოებში)  მოწყობილი სპეციალური დაცული ავტოსადგომებიდან მიღებული შემოსავალი;“.

4. დანართი 1-ის – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – სატყეო სამსახურების ტიპური დებულების:
ა) მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 მუხლის:
გ.ა) მე-5 პუნქტის „ი“  ქვეპუქნტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) მე-9 პუნქტის „ზ“  ქვეპუქნტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი